მარინო:”ალეგრი წავა და კლუბმა იცის თუ ვინ შეცვლის მას”
ატალანტას, უდინეზეს და ნაპოლის ყოფილი დირექტორი პიერპაოლო მარინო საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აქვეყნებს:
“მაქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალეგრი სეზონის ბოლოს იუვენტუსს საკუთარი ინიციატივით დატოვებს..
კლუბს უკვე აქვს ეს ინფორმაცია და მის შემცვლელად დიდიე დეშამის მოყვანა აქვს გადაწყვეტილი, რომელთანაც კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია”.
დეშამი ნაღდად არ მირჩევნია ალეგრის, მიუხედავად იმისა რო იუვენტინოა და მსოფლიო მოიგო.
მიეცით ალეგრის ის მოთამაშეები ვინც დეშამს ჰყავდა ნაკრებში და ყველაფერს მოიგებს რაც კი რამე სპორტული ჯილდო არსებობს ფეხბურთში.
და კიდე რაც ძალიან ცუდია დეშამსაც არ აქვს ის ავტორიტეტი იუვეში რო თვითონ აარჩიოს ფეხბურთელები და დაავალოს კლუბს ყიდვა, ამასაც ვისაც მიუყვანენ იმას გამოიყენებს.
Movides magari kacia deshami