ბერნარდესკი 10 ნომრის მნიშვნელობაზე..
გუშინდელ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბერნარდესკი აძურის ახალი 10-იანი გახდებოდა, იტალიაში საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა:
იუვენტუსის წევრმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა.. მანჩინის დავალებით ბერნამ სხვადასხვა პოზიციაზე იასპარეზა და გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იყო..
სხვათაშორის ფაბიო კუალიარელას მოედანზე გამოსვლისთანავე შეეძლო გოლის გატანა, როდესაც ბერნარდესკიმ იდეალური გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მეკარემ საოცარი რეაქციის წყალობით იხსნა ფინები მესამე ბურთისგან.. მომდევნო ეპიზოდში იმავე ფედერიკოს გადაცემით, კულუარელას დარტყმული ხარიხას მოხვდა..
თავად ფედე სოციალურ ქსელში შემდეგ კომენტარს აქვეყნებს:
“აძურის მაისურის ჩაცმა ყოველთვის საამყაოა.. დამატებითი ემოციური დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს, როდესაც ზურგზე 10 ნომერს ხედავ და მის ქვეშ გადიხარ მინდორზე..
დღეს, აუცილებელი იყო გამარჯვების მოპოვება, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი სწორი სვლით დაგვეწყო. მოდით ზუსტად ასე, მუხლჩაუხრელად და დიდი ენთუზიაზმით განვაგრძოთ ასპარეზობა”.
ფედია კაი ბიჭია, დიბალასგან განსხვავებით არც თავში ავარდნია არაფერი და პროგრესის გაგრძელებასაც ველი.
ტრანსფერებს რაც შეეხება, ძალიან მინდა რუბენ ნევეში დავითრიოთ ვულვზიდან. დიდი პოტენციალის საყრდენი ნახევრმცველია, ფიზიკურადძლიერი და მოქნილი მოედნის კარგი ხედვით.
მოკლედ პიანიჩის პოზიციის იგროკია, მასზე კაი ფიზიკური მონაცემებით. ჯერ 21 წლისაა და იუვეში სავარაუდოდ კიდევ უფრო მოუმატებს.