პარატიჩის გეგმები..
ტურინელები ჩამოყალიბდნენ მატიას დე ლიხტის სათადარიგო ვარიანტზე:
ტუტოსპორტთან საუბარში ლუის ფელიპე ვიეირამ შემდეგი რამ განაცხადა:
“იუვენტუსი ერთ-ერთი კლუბია იმ მრავალი გრანდიდან რომლებიც ჩვენ ჟოაო ფელიშის ტრანსფერზე დაგვიკავშირდნენ.. ჩვენ უახლოეს პერიოდში გადავწყვეტთ მისი კონტრაქტის საკითხს.. ვგულისხმობ გამოსასყიდ საფასურს (მოსალოდნელია რომ ეს ციფრი 120-200 მილიონის რადიუსში იქნება).
ყველანი კარგად ხედავთ, რაოდენ ძლიერი ბიჭია ჟოაო.. მისი სისწრაფე და ინტელექტი უკვე მაღალ დონეზეა! ჩვენ არ ვჩქარობთ და სიმართლე გითხრათ ჯერ მის გასხვისებაზე საერთოდ არ ვფიქრობთ.
რუბენ დიაში ბენფიკას კაპიტანია და მე დარწმუნებული ვარ მას წინ საოცარი კარიერა ელოდება. შესაბამისად როგორც ფელიშზე, აქაც ანალოგიური პოზიცია გვიკავია”.
როგორც იტალიაში აცხადებენ ფაბიო პარატიჩი სწორედ დიაშის თამაშს დაესწრო და არა დე ლიხტისას.. იუვეს სპორტული დირექტორი ბენფიკას მოთამაშეს ჰოლანდიელის რეალურ ალტერნატივად განიხილავს.
ამ იუვეს ყველაზე მეტად ნახევარ დაცვის კონკრეტული ის მოთამაშე ჭირდება რომელიც პიანიჩთან ერთად ბურთს დაიჭერს და გააკონტროლებს.