ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი ნაკრებზე და კინზე..

იუვენტუსის მცველი იტალიის ნაკრების დღევანდელ ფორმაციასა და მოიზე კინზე:

“მუნდიალის მიღმა დარჩენამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა.. ამას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა ეს კარგი შეტყობინება გამოდგა.. გვჭირდებოდა გადატვირთვა და ყველაფრის თავიდან დაწყება.

მანჩინიმ პირველ რიგში თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა.. ახლა ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს და ამას ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე აკეთებს.. ფეხბურთელები? დამეთანხმებით ალბათ, რომ დღეისათვის აძურიში არაერთი ნიჭიერი და გამოცდილი მოთამაშე იმყოფება..

ჩვენ – ფეხბურთელები რომლებსაც საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა, მოგვიწევს წილი პასუხისმგებლობის აღება და ახალწვეულებისთვის სათანადო დახმარების გაწევა.. ისევე როგორც მათ მოუწევთ ჩვენთვის რაიმე ახალის შემოთავაზება.

კინზე ბევრი ითქვა და დაიწერა.. საქმეშიც ყველამ ნახა რაოდენ ნიჭიერია.. ეს ბიჭი უბრალოდ დაბადებულია იმისათვის, რომ იყოს განსაკუთრებული! სუპერ ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი მონაცემები აქვს. მთავარია კონცენტრირება და შემართება, რომ განაგრძოს სწავლა იმათგან ვინც უფრო მეტი გზა გაიარა და იცის, როდის რა არის საჭირო”.

2 thoughts on “ბონუჩი ნაკრებზე და კინზე..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.