ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალამ სტადიონზე 13 წლის მოზარდი დაპატიჟა, რომელმაც 50 თანატოლი გადაარჩინა

პაულო დიბალამ ახლად გამომცხვარი იტალიელი გმირი რამი შეხატუ იუვენტუსის მატჩზე დაპატიჟა:

საქმე იმაშია, რომ 13 წლის მოზარდის საქციელმა მისი 50 სკოლელის გადარჩენა გამოიწვია! საქმე იმაშია, რომ სკოლის ავტობუსის მძღოლმა მძლევლად აიყვანა ბავშვები, ხოლო შემდეგ მასწავლებლებს უბრძანა პატარები სკამებზე დაებათ, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ავტობუსს ცეცხლი გაუჩინა.

საგულისხმოა, რომ ამ ეპიზოდამე მან ყველას ჩამოართვა მობილური ტელეფონები.. 13 წლის რამიმ კი თქვა, რომ ტელეფონი თან არ ჰქონდა, რადგან შინ დარჩა.. ამის შემდეგ წარმოშობით ეგვიპტელმა შეხატუმ მამას დაურეკა და არაბულ ენაზე უთხრა, რომ სამართალდამცველებს დაკავშირებოდა.. ეს ყოველივე კი ისე ხორციელდებოდა, თითქოს რამი ლოცვას კითხულობდა.

ინციდენტის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ხოლო სამართალდამცავებმა ავტობუსის მძღოლი ადგილზევე დააკავეს. შემდგომ ინტერვიუში 13 წლის გმირმა აღიარა, რომ შინ პაულო დიბალას მაისური აქვს..

“მოგესალმები რამი, მე პაულო დიბალა ვარ და მინდა გითხრა, რომ მოვისმინე შენს შესახებ და გეტყვი, რომ ნამდვილი გმირი ხარ! შევიტყვე, რომ ჩემი მაისური გაქვს.. მინდა გაგიცნო და დაგელაპარაკო! მსურს დაგპატიჟო სტადიონზე, როცა გეცლება ჩვენ მატჩს დაესწრო. მართლა ძალიან მსურს შენი ნახვა.. შენ განსაკუთრებული ბიჭი ხარ!”- აი ასეთი შეტყობინება გაუგზავნა არგენტინელმა ეგვიპტელ მოზარდს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
5 years ago

აი ასეთი უნდა იყოს იუვეს 10იანი, სამაგალითო და ქალაქისთვის საყვარელი სპორტსმენი.
მაგრამ მინდორზე ჯერ ბევრი აქვს გასაკეთებელი ქომაგების გულების დასაპყრობად.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x