ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია”

გამომცემლობა ლა სტამპა-ს მტკიცებით სანდრო ტონალის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია:

ტურინელები ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერზე უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობენ და როგორც ჩანს ბრეშასთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც გულისხმობს 40 მილიონ ევრომდე პირდაპირ ინვესტიციას, ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის განათხოვრებას, ხოლო თავად ტონალის ბრეშაში კიდევ ერთი სეზონით დატოვებას..

აღნიშნულ ინფორმაციას ლა სტამპა-ს გარდა, სხვადასხვა იტალიური წყაროებიც ადასტურებენ.. საგულისხმოა, რომ ნიჭიერ ნახევარმცველზე ასევე პრეტენზიას გამოხატავენ ნაპოლი, მილანი, ინტერი და რამდენიმე ინგლისური კლუბი..

შესაძლოა სწორედ ამიტომაც ჩქარობდა იუვენტუსი მის “დარეზერვებას”, რათა თავიდან აეცილებინა შეცდომა, რომელიც თავის დროზე მარკო ვერატის მიმართებით იყო დაშვებული..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x