ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოიზ კინის დედის ემოციური ინტერვიუ

მოიზ კინის დედა იზაბელ დეხე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მისმა შვილმა იუვენტუსსთან კონტრაქტი გააფორმა:

“იტალიაში კოტ’დიუვარიდან ჩავედი.. ჩვენ ვერჩელიში დავსახლდით, სადაც გამიჩნდა კიდევაც ორი შვილი.. 1993-ში ჯოვანი და 2000-ში მოიზე.. იცით რატომ დავარქვი მას მოიზი? იმიტომ რომ მისი დაბადება საოცრება იყო!

ექიმებმა მოიზეს გაჩენამდე მითხრეს, რომ შვილის ყოლას ვეღარ მოვახერხებდი.. ამ ამბავს ძალზედ განვიცდიდი.. უფალს ვთხოვდი რომ ჩემთვის კიდევ ერთი შვილი ეჩუქნა.. ჯოვანიც მთხოვდა პატარა ძმას.. ერთხელ მოსე დამესიზმრა, რომელიც დამეხმარა.. გადის 4 თვე და შევიტყვე რომ ორსულად ვიყავი..

ფული ბევრი არ გვქონდა.. სამედიცინო დაწესებულებაში ვმუშაობდი და საკმაოდ ხშირად მიწევდა ღამის სმენაში მუშაობა.. ერთხელ მოიზიმ 5:30 საღამოს დამირეკა.. მანამ სანამ ნიცაში მონფერატოზე გავემგზავრებოდი.. შემეშინდა.. ვიფიქრე რამე ხომ არ დაემართათქო..

დედა შენთვის სიურპრიზი მაქვს! – არ გაბედო და არ მითხარი, რომ იუვენტუსთან კონტრაქტი არ გაგიფორმებია! არა დედა.. მე გავაფორმე იუვენტუსთან კონტრაქტი! ამიტომ შენ აღარ მოგიწევს მუშაობა.. ჩემთან ერთად ტურინში წამოხვალ!

მე მას გარკვევით ვუთხარი, რომ მწვრთნელს აბსოლუტურად ყველაფერში დაემორჩილოს! ყურადღებით მოუსმინოს უფროს თანაკლუბელებს და მათი რჩევა დარიგება სისრულეში მოიყვანოს!

ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აქ აღმოვჩნდებოდით იმის მერე რისი გავლაც ჩვენ მოგვიწია..

იუვენტუსს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი! მათ მოიზი პირველ რიგში ადამიანად ჩამოაყალიბეს და უკვე ამის შემდეგ კარგ ფეხბურთელად.. ეს არის გუნდი, რომელიც მას ისე ექცეოდა როგორც საკუთარ შვილს! დიახ, იუვე ჩემ შვილს როგორც მამას ისე პატრონობდა და უვლიდა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩემი აზდია რომ ხე ლიხტს ჯობია ვარანი მოიყვანონ. მაქსიმუმ ორივე 5 წელი გაჩერდეს. ამიტომ ჯობია საუკეტესო წლები მცველისთვოს გაატაროს ვარანმა თან რამხელა გამოცდილება აქვს. ვიდრემ ლიხტი გავზარდოთ და 24 წლის ასაკში გავყიდოთ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x