ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო სერია ა-ს გუნდებზე, ნაკრებზე და კინზე..

ანდრეა პირლო საინტერესო თემებზე საუბრობს:

“იტალიაში ვფიქრობ ყველაფერი ისე განვითარდება როგორც აქამდე იყო.. ლაციო მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოიყურება ვგონებ ინტერი შევა სამეულში..

ნერიაძურიმ კარგად დაიწყო, მაგრამ ჩავარდნა იკარდის გამოც დაეწყოთ.. ეს პრობლემა გადასაჭრელია და ვფიქრობ წარმატებით გადაიჭრება.

რომასგან ველოდით, რომ 1/2 ფინალის შემდეგ ამ სეზონში გუნდი გააგრძელებდა პროგრესირებას, მაგრამ დაგეგმილმა ისე არ იმუშავა როგორც ელოდნენ..

ნაპოლი ძლიერია.. დიახ, ჰქონდათ პრობლემები მაგრამ ახალი მწვრთნელის მოსვლა ნიშნავს ცვლილებებს და დროს.. მათ ეს კარგად გადალახეს და ახლა ნაყოფიერად მოქმედებენ.

გატუზოს მილანი დაბალანსებულია.. როსონერის სწორედ ამის პრობლემა ჰქონდათ და ჯენაროს გარკვეული დრო დაჭირდა მის საპოვნელად.

იუვენტუსი მადრიდში თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს.. მათ ირწმუნეს საკუთარ თავში და ლოგიკურ შედეგას მიაღწიეს..

ჩემპიონთა ლიგაზე ფიქსირდება მატჩები, რომლის გადალახვის შემდეგ ხვდები, რომ ეს შენი წელია.

25 წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, მომიწევს სხვა საქმით დავკავდე. ყველაფერი რიგზე მაქვს.. ყოველდღიური ვარჯიში ნამდვილად არ მენატრება, რადგან ამ დროს უფრო მეტად ის მაფიქრებდა, რომ ოჯახს ვიყავი მოწყვეტილი და ისინი ნამდვილად მენატრებოდნენ.

ეს ნახევარდაცვა საკმაოდ კომფორტულია.. ვიტყვი რომ თანამედროვეც კი! ფინეთთან ყველამ კარგად იცოდა რა უნდა მოემოქმედა!

კინი აპლიდისმენტებს იმსახურებს. ფეხბურთელი ბოლომდე ეძებდა საკუთარ შანს და მოედანზე ერთი წამითაც არ გაჩერებულა. მთავარია ასევე განაგრძოს.. ჰქონდა საფეხბურთო აგრესია და შიმშილი, რომელიც გაძლევს პროგრესირების საშუალებას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
5 years ago

აუ როგორ მინდა ეს კაცი იუვეს მწვრთნელად, ყველაზე მაგრად აზროვნებს :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x