ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი:”განვიცდი რომ იუვენტუსს უარი ვუთხარი”

ჩეზარე პრანდელი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იუვენტუსს უარი უთხრა:

ფლორენციელებთან ერთად ორჯერ გავედი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ხელი მკრეს.. კლუბის ხელმძღვანელობა შემხვდა და მითხრა, რომ მათ ცვლილებები ესაჭიროებათ, ხოლო ჩემნაირ ამბიციურ ადამიანს ნებისმიერ სხვა ადგილას შეეძლო წასვლა.

მომდევნო დღეს კი დელა ვალეს კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობდა რომ თურმე მე იუვენტუსში მსურდა გადასვლა.. სიმართლე გითხრათ ტურინელთა მხრიდან ინტერესი არსებობდა, თუმცა მოლაპარაკებებს ჯერ ადგილი არ ჰქონია. ქალაქის და კლუბისადმი პატივისცემის ნიშნად კონტრაქტი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გავწყვიტეთ, რის შემდეგაც ბეტეგას დავურეკე და იუვეში გადასვლაზე უარი ვუთხარი.

კარიერის მანძილზე ორ რაღაცას განვიცდი.. უარი რომელიც იუვენტუსს ვუთხარი და შემდგომ რომას.. რომაზე უფრო მეტად მწყდება გული.. (2004 წელს ცოტახანი პრანდელი მართლაც წვრთნიდან რომას) თუმცა, ეს მიზეზი უფრო მეუღლის გამო მივიღე, რომელიც დედაქალაქში თავს კარგად არ გრძნობდა (მისი მეუღლე 2007 წელს კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა)..

გაზეთებში იმასაც კი წერდნენ თითქოს ადრე ტოტისთან კამათი მომივიდა, რაც სრული აბსურდი იყო.. ეს ჟურნალისტები ჩემი მეუღლის დასაფლავებაზე მოვიდნენ და ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ბოდიში მომიხადეს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x