ვან დერ საარი:”ჩვენ შეგვიძლია იუვენტუსის დამარცხება”
აიაქსის გენერალური დირექტორის ედვინ ვან დერ საარის თქმით, მის გუნდს შეუძლია იუვენტუსის დამარცხება:
“იუვენტუსის წინააღმდეგ მატჩი უდაოდ განსაკუთრებული მოვლენა იქნება! ჩვენ მოხარულები ვართ 1/4 ფინალში ყოფნით.
მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება, რომ საკმარისად გვაქვს ეს რეალთანაც დავამტკიცეთ.. შესაბამისად იუვენტუსის წინააღმდეგ მინდორზე გამარჯვებისთვის გავალთ.
გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებულია! მერწმუნეთ, ნამდვილად შეგვწევს ძალა ტურინულები დავამარცხოთ..
ახალგაზრდულ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელებიც დავამატეთ.. საუბარი ტადიჩზე და ბლინდზე მაქვს.
რონალდუს ძალიან კარგად ვიცნობ.. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ 4 სეზონი გვაქვს გატარებული. შესაბამისად მშვენივრად მომეხსენება, რაოდენ სწრაფად იღდგენს ფორმას ნებისმიერი ტრავმის შემდეგ.
მერწმუნეთ, პორტუგალიელი მაქსიმუმს მოიმოქმედებს, რომ ჩვენთან დაპირისპირებისთვის მოედანზე გამოსვლა მოახერხოს.. რატომ? იმიტომ რომ გამარჯვება წყურია, ისევე როგორც ჩვენ..”
მოგესალმებით ბიჭებო ახალი ვარ ამ საიტზე იმედია კარგი ფეხით დავრეგისტრირდი და სეზონის ბოლოს ლიგა მოგვეგოს <3