სიტუაცია კინის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით
სიტუაცია მოიზ კინის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად ვითარდება:
რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია თითქოს მინო რაიოლამ იუვენტუსი გააფრთხილა :“ჩემს კლიენტს თუ ფრო მეტ სათამაშო დროს არ გამოუყოფთ, ასე არაფერი გამოგვივაო”..
შემდგომ მინო ეს ინფორმაცია თავადვე უარყო და განაცხადა, რომ “სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი ახლა მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ მომავალში მსგავსი დონის ჭორები აღარ გამოქვეყნდეს”..
როგორც ირკვევა რაიოლა მაქსიმალურად ცდილობს იუვენტუსის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას და სწორედ ამიტომაც კინის ტრანსფერი პროგრესულ ეტაპზე იმყოფება..
პოპულარულმა აგენტმა კლიენტისთვის მიმდინარე ანაზღაურების მომატება ითხოვა, რაზეც ტურინელებისგან დადებითი პასუხი მიიღო.. მოიზის კონტრაქტი უკვე დიდი ხანია გამზადებულია და წესით მხარეები მას მალევე გააფორმებენ..
კულუარული ცნობებით ახალგაზრდა ფორვარდი იუვეშ 2024 წლამდე დარჩება და სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თავად კინის ოჯახიც იუვენტუსისადმი საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, რაც მოიზის დედამაც აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში:
“იუვენტუსის დამსახურებაა, რომ პირველ რიგში მოიზი ჩამოყალიბდა როგორც მამაკაცი და ამის შემდეგ უკვე როგორც ფეხბურთელი. სწორედ იუვენტუსი იყო მისთვის ნამდვილი მამა! და დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის!”.
მამამის ტრაქტორი აჩუქე ანიელი

:mrgreen::mrgreen::mrgreen: