ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ემერსონი იუვეზე და ცალკეულ ფეხბურთელებზე

წარსულში იუვენტუსის ნახევარმცველი ბრაზილიელი ემერსონი დღევანდელ პერიოდზე საუბრობს:

“სულ მეკითხებიან, რომელი რონალდოა უფრო ძლიერი მაგრამ არ მიყვარს ეს შედარებები, რადგან მათ სხვადასხვა პერიოდში მოუწიათ თამაში. თუმცა, დღევანდელი იუვენტუსი პორტუგალიელთან ერთად, მართლაც შთამბეჭდავია..

დიბალა პირადად მე ძალიან მომწონს.. ეს არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და კლუბისთვის დამატებითი იარაღი წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ ტურინელები მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას მიაღწევენ.

ნახევარმცველებიდან პიანიჩის თამაშით ვღებულობ სიამოვნებას.. იგი საკმაოდ ჭკვიანურად ხელმძღვანელობს გუნდის თითოეულ სვლას.. თუმცა, თუ შედარებაზე მიდგა საუბარი ჩემ თავს უფრო მეტად კაზემიროსთან გავაიგივებ..

კოშტა საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც ტრავმებმა გააწამა.. ჯერ კიდევ გრემიოში ყოფნისას მას იმდენი პრობლემა ჰქონდა ვერც კი აგიღწერთ.. მაგრამ როდესაც ფეხზე დგება და მოედანზე გამოდის, უმალვე ქმნის სხვაობას”.


3 thoughts on “ემერსონი იუვეზე და ცალკეულ ფეხბურთელებზე

  1. აუ ამ პერიოდში რა მაგარი სასტავი გვყავდა და კაპელომ როგორ ჩაა..ა ლიგაზე( ემერსონი და ვიეირა ცენტრში რამხელა ძალა იყო მაშინდელ ფეხბურთში))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.