ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”სისულელეა თითქოს მე რონალდუს წინააღმდეგი ვიყავი”

ბიანკონერის ექს გენერალური დირექტორი კვლავინდებურად იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც გუნდმა კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერზე ფიქრი დაიწყო:

“სამწუხაროა, რომ დღემდეგ იმის მტკიცება მიწევს, თითქოს რონალდუს ტრანსფერს ვეწინააღმდეგებოდი..

საქმე იმაშია, რომ როდესაც ანდრეა ანიელის ასეთი ვარიანტი შევთავაზეთ, ჩვენ რამდენიმე დღე დაგვჭირდება მოსაფიქრებლად, რადგან გარკვეულმა ფინანსურმა ასპექტებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.

საბოლოო ჯამში არჩევანი ფეხბურთელის გაფორმებაზე გაკეთდა და ვფიქრობ ეს ყოველმხრივ გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან პორტუგალიელი გამორჩეული ჩემპიონია..

შეხედეთ ელემენტარულად როგორ განვითარდნენ კინი და სპინაცოლა.. როდესაც შენს გუნდში მოდის ჩემპიონი, ბუნებრივია ფეხბურთელები რომლებიც გარშემო იმყოფებიან, ასევე ხდებიან ჩემპიონები..

სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მინახავს ასეთი მიზანდასახული და ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც გამარჯვების გარდა არაფერზე ფიქრობს.. კრიშტიანო უნიკალური ფიგურაა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x