ანდრეა ანიელი:”კრიშტიანო, არ ღირს აჩქარება”
კრიშტიანო რონალდუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთება ანდრეა ანიელისაც მოუხდა:
“მართალია კრიშტიანოს თავს საგანგაშო არაფერია, მაგრამ როდესაც საქმე კუნთის პრობლემასთან გვაქვს, უმჯობესია სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
იუვენტუსის რიგებში სხვა 25 პროფესიონალია, რომლებსაც ძალუძთ პორტუგალიელის სათანადო დონეზე შეცვლა. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი რეალური ძალა.
ერთი მატჩის გამო არის საშიშროება, რომ მან ფინალური ორი თვე გამოტოვოს.. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი რისკი. ბუნებრივია კრიშტიანოს გუნდთთან ყოფნა, ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს, მაგრამ სეზონის დასკვნით ნაწილს გუნდი 100%-ით მზად უნდა შეხვდეს”.