იტალიური მედია:”კონტე ალეგრის არ შეცვლის”

პრესაში გავრცელებული ცნობები თითქოს კონტე ალეგრის წასვლის შემთხვევაში იუვეში დაბრუნდება, ჰორიზონტიდან ეტაპობრივად ქრება:
საქმე იმაშია, რომ ანტონიოს უფრო მეტად მილანური ვარიანტები აინტერესებს..
ამ ეტაპზე მისი სამსახურით ორივე ზემოთხსენებული კლუბი ინტერესდება, თუმცა ბოლო პერიოდში ინტერმა თანაქალაქელებს აჯობა და ოდნავ უკეთეს პოზიციებში იმყოფება.
როსონერი თავის მხრივ სავარაუდოდ შეინარჩუნებს გატუზოს, რომელმაც უკანასკნელ ხანებში მოახერხა გუნდისთვის სტაბილურობის შეძენა.
აი ინტერში სპალეტის ეპოქა დასასრულს, რომ მიუახლოვდა ამაზე ყველა გამომცემლობა წერს და მაროტას სწორედ ანტონიოს თავისთან ხილვა წყურია..