ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ნედვედის სიტყვებს ეხმაურება

ჯუზეპე მაროტას თქმით, მისი ტურინული კარიერა უკეთესი იქნებოდა თუ სხვაგვარად დასრულდებოდა:

“ნედვედის სიტყვები მოვისმინე, რომელმაც განაცხადა რომ მე იუვენტინო არ ვარ.. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ვარეზეში დავიბადე და ამ ადგილის მიმართ განსაკუთრებული ემოცია გამაჩნია, ბუნებრივია სწორედ ვარეზეს ტიფოზი ვარ..

საერთოდაც, რთულია გენერალური დირექტორი საკუთარი კლუბის თავგადაკლული ქომაგი იყოს.. ჯერჯერობით ნედვედთან ამ საკითხის განხილვის საშუალება არ მომცემია..

რონალდუს ტრანსფერზე უკვე მოგახსენეთ.. ერთპიროვნულად ასეთი სახის გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მივიღებდი.. ანიელის სრული სურათი გადავეცით, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგვეგრძელებინა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. აქციონერების მხრიდან ეს იყო თამამი ნაბიჯი.

იუვენტუსში ვფიქრობ უკეთესად შეიძლებოდა ჩემი კარიერის განვითარება და დასასრულიც უფრო განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ასეთია ცხოვრება.. ჩვენ ვიღებთ ახალ გამოწვევევბს და ვცდილობთ მათთან გამკლავებას.

ჩემი ასეთი გამოწვევა ახლა არის ინტერი და გვსურს გუნდი გამარჯვებების გზაზე დავაბრუნოთ. თუ ეს არ გამოგვივა, მაშინ გამოდის, რომ რაღაც ისე არ მიდის როგორც დავგეგმეთ”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x