ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომამ იუვენტუსს ბარტერი შეთავაზა

გარკვეული იტალიური წყაროები რომას შეთავაზებაზე საუბრობენ, რომელიც დედაქალაქელებმა იუვენტუს გაუკეთეს:

გონსალო იგუაინი როგორც ჩანს მგლების გეგმებშიც შედის, რადგან კულუარული ცნობებით მომავალ სეზონში მათი ახალი თავკაცი მაურისიო სარი იქნება და ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ იუვეს მის სანაცვლოდ ედინ ჯეკო შეთავაზონ.

ტურინელთა პოზიცია ამ მხრივ უცნობია, რადგან ისინი ამ ეტაპზე რომაელთა სხვა ფეხბურთელების მიმართ უფრო დიდ ინტერეს იჩენენ..

საუბარი ეხება კოსტას მანოლას და ნიკოლო ძანიოლოს.. შესაბამისად თუ დედაქალაქელებს იგუაინი მართლაც აინტერესებთ, მაშინ იუვე არა ჯეკოს, არამედ ზემოთხსენებული ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის ტრანსფერში ჩართვას მოითხოვს.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x