ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ემპოლისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6 – ეპიზოდურად ემპოლი სახიფათოდ უტევდა, მაგრამ პოლონელი ყოველთვის კონცენტრირებული იყო და ყველანაირ საგანგაშო სიტუაციას თავს დამაჯერებლად ართმევდა.

კანსელუ – 6 – პირველ ტაიმში ეპიზოდურად ანათებდა, მაგრამ მისგან ალეგრი უფრო მეტს ელის. მეორე ტაიმში პარტნიორები უფრო მაღლა აწეულები იყვნენ და ისიც უფრო აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ ჩაწოდებებს დიდი შედეგი არ მოჰქონდა.

რუგანი – 6.5 – ყურადღებით ასპარეზობს და ფაქტიურად უშეცდომოდ ირჯება.. მომენტში როდესაც გუნდმა უკან დაიხია დანიელე ცივსისხლიანად მოქმედებდა და პრობლემებს ჭკვიანურად უმკლავდებოდა.

კიელინი – 6.5 – კაპიტანი კაპიტნობდა გუნდს, რომელიც ამ საღამოს იდეალურად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. საგოლე ეპიზოდი სწორედ მან წამოიწყო, როდესაც გრძელი დიაგონალური გადაცემით მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მანჯუკიჩი იპოვა..

ალექს სანდრო – 5 – უამრავი შეცდომა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.. ფორმიდან არის ამოვარდნილი და ვერ პოულობს საკუთარ თავს.. ბრაზილიელმა მოედანი სტვენის ქვეშ დატოვა

სპინაცოლა (61 წუთიდან – 6 ) გუნდისთვის საჭირო ენერგია შემოიტანა.

ემრე ჯანი – 6.5 – ალბათ ერთადერთი ვინც მთელი 90 წუთის მანძილზე თამაში ბოლომდე იყო ჩართული და მწვრთნელის მითითებას, გუნდი ხისტი ყოფილიყო სრულად ამართლებდა. მოქმედებდა ყველგან სადაც ამის საჭიროებას ხედავდა.

პიანიჩი – 6 – ნახევარდაცვაში ეულად მოქმედებდა და რიგ ეპიზოდებში ბურთის ატანას საკუთარ თავზე იღებდა. დიდი სამუშაო გასწია, ბევრი იბრძოლა და ცდილობდა გუნდისთვის პროდუქტიული ყოფილიყო

მატუიდი – 6 – შეხვედრაში, როდესაც არ იყო ზონებს შორის იდეალური კავშირი, მისი მხრიდან დაფარული კილომეტრაჟი ფუნდამენტურია.. რიგ შემთხვევებში პირველ ნახევარში ფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა და მანჯუკიჩს ეხმარებოდა.

კინი – 69 წუთიდან – 7.5 – ალეგრიმ განაცხადა, რომ სანაკრებო მატჩების ფონზე მას სასტარტოში არ დააყენებდა.. თუმცა, ფაქტია რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მის ახალგაზრდულ ასაკზე, გამოუცდელობაზე და ასე შემდეგ, მოიზი ჩინებულ ფორმაშია და განაგრძობს პროდუქტიულ ასპარეზობას. გამოდის თუ არა მალევე იტანს გოლს და წესით მეორეს გატანაც მართებდა.

ბერნარდესკი – 6 – დიბალას არყოფნაში ბერნარდესკი ერთადერთი კრეატიული ტიპის შემტევი იყო, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კანსელუსგან დიდ დახმარებას ვერ იღებდა.. მოძრაობდა სხვადასხვა ზონაში პარტნიორებისთვის თავისუფალი სივრცის შესაქმნელად ან რაიმე ახლაი იდეის შეთავაზებისთვის.. მართალია შეცდომებს უშვებდა, თუმცა თამაშიდან არ ეთიშებოდა და ყოველთვის მზად იყო პარტიორებს დახმარებოდა.

მანჯუკიჩი – 6.5 – გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რიგ შემთხვევებში თავს არ იღლიდა, მაგრამ პირველ ტაიმშიც ჰქონდა მომენტი, ხოლო მეორე ჯერ ბერნარდესკის დაუგდო თავით ჭკვიანურად, ხოლო შემდეგ სულაც საგოლე გადაცემა მიითვალა კინზე.

ბენტანკური – 5 – დიბალას მოულოდნელმა ტრავმამ ურუგვაელი სასტარტოში დააყენა, მაგრამ ამისთვის როგორც ჩანს სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.. პირველ ტაიმში ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მეორე 45 წუთში მოუმატა.

ალეგრი – 6 – მთავარი იყო გამარჯვება.. სკუდეტომდე ახლა 4 გამარჯვებაა დარჩენილი.. დიბალას ტრავმამ ბენტანკურის სასტარტოში დაყენება აიძულა, რადგან დიდი არჩევანი არც ჰქონია.. მეორე ნახევარში სპინაცოლა და კინი ჩართო, რითაც სამი ქულის მოპოვება მოახერხა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x