ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“პირველ რიგში დიბალასთან დაკავშირებით.. სანაკრებო მატჩების შემდეგ პაულოს მცირე დისკომფორტი ჰქონდა კუნთის არეში და მატჩისწინ მოთელვისას ეს ტკივილი უფრო შესამჩნევი გახდა და ამიტომაც რისკზე აღარ წავსულვართ.

არგენტინელს ამ შეხვედრაში ზონებს შორის უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო წამს სიტუაცია შეიცვალა და ამიტომაც მომიხდა სხვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად პირველი ტაიმი უფრო ფრთხილად ვითამაშეთ, რადგან ძალზედ რთულია ფეხბურთელებს ზუსტად აუხსნა ჩანაფიქრი მოკლე ვადაში.

აღსანიშნავია ასევე ემპოლის კარგი ფიზიკური ფორმა, რამაც დამატებითი თავსატეხი შეგვიქმნა, მაგრამ მეორე ტაიმში მოვახერხეთ სასურველი გადანაცვლებების განხორციელება და ტემპის ეტაპობრივი მომატებით მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება აღარ მივეცით, რამაც ლოგიკურ გოლამდე მიგვიყვანა.

კინი ნაკრებში ჩატარებული კარგი მატჩების და გატანილი გოლების შემდეგ, აუცილებლად საჭიროებდა დასვენებას. საწვრთნელ სესიაზე რაღაც პერიოდი ის საერთოდ ვერ ხვდებოდა სად იმყოფებოდა.. ეს ნორმალურია, რადგან მის ასაკში ყველაფერი მოულოდნელად განხორციელდა და ახლა მთავარია ემოციებს არ აყვეს.. ისევ და ისევ, მის ასაკში ბევრი კარგი ფეხბურთელი ზუსტად ანალოგიური ემოციების გამო დაზარალდა..

ახლა ჩვენ წინ 20 დღის მანძილზე 7 შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და საბედნიეროდ, გარკვეული ფეხბურთელები ლაზარეთიდან გვიბრუნდებიან, რაც თავისთავად დახმარების ხელს გამოგვიწვდის ასეთი მძიმე გრაფიკის პირობებში.”


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x