კამორანეზი:”მომწონს ალეგრის მეთოდი კინთან მიმართებაში”
ბიანკონერის ექს ნახევარმცველი მაურო კამორანეზი მოიზ კინზე საუბრობს:
“დიახ, ეს ახალგაზრდა ბიჭი საოცარ საქმეებს ჩადის, მაგრამ მე ასევე ძალიან მომწონს ალეგრის საქმისადმი მიდგომა..
მოიზმა უნდა გაითავისოს ერთი მნიშვნელოვანი რამ.. მას ახლა აქებენ და ყველა მხოლოდ მის ნიჭსა თუ შესაძლებლობებზე წერს.. მაგრამ მერწმუნეთ ეს ქება ზუსტად 1 წუთში სავსებით შესაძლებელია კრიტიკაში გადაიზარდოს..
შესაბამისად, კინი ღრუბლებში არ უნდა დაფრინავდეს.. ფეხბურთელი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს საკუთარი მახასიათებლების გაუმჯობესებაზე.. მხოლოდ ასე თუ გაუძლებ სტრეს და ზეწოლას, რაც კარიერის მანძილზე არავის გვაკლდა..
ასე რომ მაქსი ჯერჯერობით მშვენივრად უძღვება საქმეს და ბიჭს მოდუნების საშუალებას არ აძლევს”.