კინმა საკუთარ ასპარეზობაზე კომენტარი გააკეთა

იტალიელი ჟურნალისტები ემპოლისთან მატჩის შემდეგ ტურინელთა ახალგაზრდა ფორვარდსაც გაესაუბრნენ, რომლის გატანილმა გოლმა იუვეს მორიგი სამი ქულა მოუტანა:
“მძიმე სამუშაო ერთადერთო გზაა იმ წარმატებას ვეზიარო, რომელიც დავისახე. სხვაგვარად ასეთ დიდ გუნდში გამარჯვებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.
ბევრს ვშრომობ, რადგან როდესაც გუნდს ჩემი დახმარება დაჭირდება და მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის ჩემს თამაში ჩართვას, მაქსიმალურად მომზადებული შევხვდე ამ დიდებულ მომენტს. ყოველთვის მზად ვარ ახალი და ახალი რეკორდის დასამხობად.”
მაქს ალეგრიმ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ კინზე დიდი წნეხი ხორციელდება და ის არც მესია ან რონალდუ.. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ბიჭზე ფსიქოლოგიური ზეწოლა შეწყდებოდა..
“თუ მწვრთნელმა ეს თქვა, გამოდის რომ იგი 100%-ით მართალია და მე ვიზიარებ მის მოსაზრებას. არც რონალდუ ვარ და არც მესი, თუმცა მაქვს სწორი სპორტული ამბიცია ერთ მშვენიერ დღეს მათ დონეზე ვითამაშო”.