პაველ ნედვედი კინზე და რონალდუზე..
იუვენტუსი ვიცე პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა საინტერესო კომენტარი გააკეთა მოიზ კინზე და კრიშტიანო რონალდუზე:
“ეს 19 წლის ბიჭი არაჩვეულებრივად ირჯება და ჩვენი მიზანია მის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ.. ყველაფერს მოვიმოქმედებთ, რომ კინთან პროგრესულად მიმდინარე მოლაპარაკებები კონტრაქტთან დაკავშირებით მალე დავასრულოთ.
ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება თუ როდის მოახერხებს რონალდუ მოედანზე გამოსვლას.. ჩვენ მასზე ვზრუნავთ და თავადაც მაქსიმუმს აკეთებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს მზადყოფნაში შეხვდეს.. მაგრამ მინდორზე მხოლოდ მაშინ გავა როდესაც 100%-ით გამოჯანმრთელდება.
დიბალა რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელოვნელობის არის ამას ზედმეტი ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს.
ალეგრი თავის მხრივ სწორს აკეთებს, როდესაც დამღლელი სეზონის მანძილზე შემადგენლობის პერიოდულ როტაციას ახორციელებს. ფაქტია სანამ ჩემპიონთა ლიგა განახლდება, გვსურს სერია ა-ს მატჩებში გამარჯვება მოვიპოვოთ”.