სქაი სპორტი დიბალასთან დაკავშირებით
პოზიტიური ცნობები გამოაქვეყნა სქაი სპორტმა პაულო დიბალასთან დაკავშირებით:
პაულოს წესით და რიგით გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ მცირეოდენი დისკომფორტის გამო ალეგრიმ რისკზე წასვლა არ ისურვა.
ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო შეკრებაზე ყოფნის დროს მიიღო, მაგრამ როგორც ირკვევა არგენტინელს სერიოზული არაფერი ჭირს.
წინასწარი პროგნოზით პაულო გამოტოვებს კალიარისთან დაპირისპირებას და გუნდს უკვე მომავალ უქმეებზე მილანთან დაუბრუნდება. შესაბამისად აიაქსთან პირველ დაპირისპირებაში მისი მონაწილეობა ეჭვს არ ბადებს..