იტალიური მედია:”მადრიდული-ტურინული გეგმები”
სატრანსფერო ბაზარზე მოვლენები საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს:
მადრიდის რეალი ზაფხულში შუახაზის გადახალისებას გეგმავს და ამისთვის პერესი როგორც ჩანს დიდი ბიუჯეტის გამოყოფას აპირებს..
ფაქტია, რომ სამეფო კლუბს მსუყე თანხა უკვე დიდი ხანია არ დაუხარჯავს და როგორც ჩანს ახლა ამისთვის ყველაზე იდეალური პერიოდია დამდგარი..
როგორც ირკვევა ესპანური გრანდის წარმომადგენლებმა მინო რაიოლასთან უკვე გამართეს პირველადი მოლაპარაკებები პოლ პოგბასთან დაკავშირებით.. ფრანგმა საკუთარი აგენტისგან რეალის წინადადება მოისმინა და ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე საკმაოდ მოიხიბლა..
ინგლისური მედიის მტკიცებით ფრანგს იუნაიტედი ამ ზაფხულს ვეღარ დააკავებს და ამიტომ მანჩესტერლები მას საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეელევიან.
და იუვენტუსთან ეს რა შუაშია? იმ შუაშია, რომ ტურინელები ტონი კროოსით სერიოზულად ინტერესდებიან, ხოლო თუ მადრიდელები ფრანგს მართლაც იფორმებენ, მაშინ ეს ყოველივე მათი სურვილის ასრულებს გაცილებით რეალურს ხდის..
პარალელურად მადრიდელები პიანიჩზეც აქტიურად მუშაობენ და ბარტერი ბოსნიელი-გერმანელის სანაცვლოდ კვლავინდებურად აქტუალურია, მითუმეტეს პოგბა იდეაში სწორედ ტონის ზონაში მოქმედებს ყველაზე ნაყოფიერად..