ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გვიდო როსი:”ანიელი ფერარის ვიცე პრეზიდენტად გადადის, იუვეში ლაპო ელკანი მიდის”

პოპულარული იტალიური ბიზნეს მიმოხილველი გვიდო როსი სენსაციურ ცნობებს აქვეყნებს:

“ფერარის გუშინდელმა კრახმა ფიატ ჯგუფისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და როგორც აცხადებენ, მათ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს მენეჯმენტური ცვლილებების სახით.

კერძოდ, ტურინის იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი 1 ივნისიდან ოფიციალურად ჩაიბარებს ფერარის ვიცე პრეზიდენტის პოსტს.

საგულისხმოა, რომ მასთან ერთად ფერარის საჯინიბოში დაბრუნდება არივო ბენე, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში იუვენტუსის გაყიდვების დეპრტამენტს კურირებდა.

და რა ხდება იუვენტუსის თავს? ჯონ ელკანის გადაწყვეტილებით, რაც გაიზიარა გუშინდელ შეხვედრაზე ანდრეა ანიელიმ არის პრეზიდენტის პოსტზე არც მეტი არც ნაკლები ლაპო ელკანის ხილვა.. ოჯახმა ეს გადაწყვეტილება ერთიანი თანხმობით მიიღო..

მოყვება თუ არა სტრუქტურულ დონეზე რაიმე სხვა სახის ცვლილებები ამ ყოველივეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ანიელის წარმატებული პერიოდი იუვენტუსში ზუსტად სამ თვეში ოფიციალურად დასრულდება და დაიწყება ახალი, ლაპო ელკანის ეპოქა.. რომელი გუნდი მოიგებს ამით ამას დრო გვიჩვენებს”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
KING 7
KING 7
5 years ago

1 აპრილის ხუმრობაა იმედია :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x