ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“პირველ რიგში არასასიამოვნო ინფორმაციებით დავიწყებთ.. სპინაცოლას მუხლის არეში აქვს ტრავმა, თუმცა საბედნიეროდ როგორც ერთი შეხედვით ჩანს მას ოპერაცია არ დაჭირდება.. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება ლეო გუნდს 2 კვირაში დაუბრუნდება.

დღეს, ტემპერატურა დაუფიქსირდა მარიო მანჯუკიჩს და რამდენად მოახერხებს კალიარისთან თამაშს რთულად სათქმელია. პერინმა მხარის არეში მიიღო დარტყმა და იმედს ვიტოვებთ, რომ აიაქსთან შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდება.

ახლა სასიამოვნო ცნობები.. დუგლას კოშტა კარგად გრძნობს თავს და იგი იქნება აიაქსის წინააღმდეგ. ხედირამ ინტენსიური წვრთნები ჩაატარა და უკვე მილანთან შეხვედრისთვის დაგვიბრუნდება. კუადრადოს მდგომარეობაც უმჯობესდება და წესით 7-10 დღეში დაბრუნდება. დიბალა ტესტებს გაივლის და ამის შემდეგ მეცოდინება სარეაბილიტაციო ვადები.

კალიარი კარგი გუნდია და რთული მატჩი გველის. კანსელუს ნამდვილად შეუძლია ვინგერის პოზიციაზე გარჯა.. მაგრამ საბედნიეროდ გუნდში ისეთი კარგი ფეხბურთელები გვყანან როგორებიც არიან დე შილიო, კასერესი და ბონუჩი. ნახევარმცველებს კი ყველაფერი წესრიგში აქვთ.

კინს ყველაფერი წესრიგში აქვს. 19 წლის ბიჭი ასე ცივსისხლიანად მოქმედებდეს და გოლებს ერთმანეთის მიყოლებით იტანდეს არის დიდი ბედნიერება. არ გამოვრიცხოთ ის ფაქტიც, რომ სეზონის მსვლელობისას ფორმიდან ამოვარდე, რაც ბერნარდესკის საწყის პერიოდში დაემართა.. თუმცა, ამან მოიზი არ უნდა შეაშინოს.

გუნდს ყველაფერი წესრიგში აქვს. შეხედეთ ემრე ჯანს.. მის ენთუზიაზმს.. დიახ, ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ახლა საგრძნობლად მოუმატა და თავისუფლად შეუძლია დაცვაში ნაყოფიერი თამაში”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x