მარკიზიო:”იუვე, კალიარისთან ყურადღებით იყავი”
კლაუდიო მარკიზიო ტურინელთა მოახლოებულ მატჩზე საუბრობს:
“კალიარისთან სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია. ადგილობრივი ქომაგი საოცარ ატმოსფეროს ქმნის და განსხვავება, რომელიც კლუბებს შორის არსებობს 90 წუთის მანძილზე შედეგს დიდ ზეგავლენას აღარ ახდენს. აქ უკვე სხვა ასპექტები ირთვება და ამიტომაც ალეგრის გუნდს დიდი სიფრთხილით მოუწევს თამაში.
მართალია საკადრო პრობლემები აქვთ, მაგრამ ბიანკონერის ყოველთვის შეუძლია რთულ სიტუაციაში მყოფს საჭირო ენერგიის პოვნა და სასურველი ანგარიშის დაფიქსირება.
კალიარის რიგებში საკმაოდ კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბარელას გამოვყოფდი, რომელიც საოცარი ნიჭით არის დაჯილდოებული. მას ყველაფერი აქვს, რომ დიდ შუახაზელად ჩამოყალიბდეს.. უსწრაფესად იღებს გადაწყვეტილებას, არ ერიდება ორთაბრძოლებს და თამამად უძღვება საკუთარი გუნდის თამაშს..”
მოიზე დასჯით მაგათ
Ronaldoze ra ismis iqneba ajaxtan
ჩემი აზრით ეს დარჩენილი მატჩები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიკიდოთ ფორმიდან ამოვარდებით.სანდროს და კიელინის კიდე ნუ სვავს სკამზე არ უხდებათ ზამენა მაგ ორს! თუ მარტო მე მეჩვენება ეს ყველაფერი ? ზამენაზე დასმა და ფორმიდან ამოვარდნაზე ვიძახი.