ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე კინზე და დელ პიეროზე..

დავიდ ტრეზეგე მოიზ კინთან დაკავშირებით:

“მოიზე ნამდვილი მარგალიტია და სასიხარულოა ის ფაქტი თუ როგორ უვლის მას იუვენტუსი..

აქ მისთვის ყველა წინაპირობა არის შექმნილი, რომ სუპერ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს, მაგრამ პირველ რიგში მან უნდა გაითავისოს მნიშვნელოვანი რამ – ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.. თუ შენ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მაშინ მატარებელი ისე ჩაივლის, რომ თვალის გაყოლებასაც ვერ მოასწრებ..

ბევრი საუბრობს, რომ დღევანდელი ფეხბურთი უფრო სწრაფი და ხისტია.. დიახ, ეს ასეა, მაგრამ მემგონი ისიც გავიწყდებათ რამდენი გამორჩეული ფიგურა იყო მაშინდელ ფეხბურთში.. რამდენი ადამიანი იწევდა ოქროს ბურთისკენ.. პერიოდი სხვა იყო, შესაძლოა თავად ფეხბურთიც, მაგრამ საშემსრულებლო დონით და მნიშვნელობით იმავე მწვერვალზე..

დელ პიერო? ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით.. ეს იყო სიამოვნება, როდესაც შენ გადაადგილდები კონკრეტულ ზონაში და იცი, რომ ბურთი ზუსტად მაშინ გაჩნდება, როცა საბოლოო დარტყმის გასაკეთებლად უკვე მზად ხარ.. დიახ, დელ პიერო ზუსტად ასეთი პარტნიორი იყო”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დელ პიერო იყო ყველზე გუნდური მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში

d a v i d
5 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x