ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ამ იდიოტებს სტადიონზე შესვლა სამუდამოდ უნდა აუკრძალონ”

მაქს ალეგრი მატჩზე და რასისტულ გამოხტომებზე:

უმჯობესია ჯერ საუბარი მატჩით დავიწყოთ, რომელიც არაჩვეულებრივად ჩავატარეთ.. ეს იყო ის აგრესია რასაც ბიჭებისგან ველოდი და რისი დემონსტრირებაც ემპოლისთან სასურველ დონეზე ვერ მოვახერხეთ. მეტოქისთვის ფაქტიურად შანსი არ მიგვიცია, არადა კალიარი საკუთარ კედლებში საკმაოდ ძლიერია.

კინმა დღესაც მოახერხა გატანა და ამ ფაქტით ბედნიერი ვარ.. ეს ბიჭი დღიდან-დღემდე პროგრესირებს, მაგრამ პირველ ტაიმში არცთუ პროდუქტიულად ირჯებოდა, რაზეც მუშაობა მოუწევს.. მეორე ნახევარში კი გაცილებით ცივსისხლიანი გახდა.

რასისტული სკანდირებები სიმართლე გითხრათ არ მესმოდა, მხოლოდ იმიტომ რომ მატჩში ბოლომდე ვიყავი ჩართული. ფეხბურთელს დიდი ნებისყოფა და მაღალი ინტელექტი უნდა გააჩნდეს, რომ მსგავსი იდიოტების სიტყვებს არ აყვეს და ქომაგების პროვოცირება თავიდან აიცილოს.

სტადიონზე უამრავი ადამიანი მოდის.. ძირითადად ესენი არიან ფეხბურთის ჭეშმარიტი ქომაგები.. ამ ქომაგებში კი არიან ნამდვილი იდიოტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიჭირონ, რადგან ისინი ანადგურებენ იმ ყველაფერს რისი გაკეთებაც გულით გვსურს..

საბედნიეროდ დღეისათვის გვაქვს ასეთი იდიოტების ამომცნობი ტექნიკა.. საკმარისია სამართალდამცავებმა ჩანაწერებს უყურონ და ყველაფერი ნათელი გახდა.. ისინი არა ერთი ან ორი წლით, არამედ სტადიონზე შესვლა სიცოცხლის ბოლომდე უნდა აუკრძალონ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პირველი თამაში ტურინშია თუ ამსტერდამში? ვეღარ გავიგე ყველა კომენტატორი სხვა და სხვას იძახის))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ამსტერდამში

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ნაბი.ვარი სიცილიელები. თვითონ პაპუასები!

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ნაბი.ვარი სიცილიელები. თვითონ პაპუასები!

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

გაზაფხულზე ჩატარებული თამაშები მინიმალური სტანდარტია რასაც უნდა აჩვენებდეს იუვე.ასე რომ იყოს სეზონის სხვა მონაკვეთშიც,ალეგრი სხვებისთვისაც იქნებოდა პოპულალური და გუნდს ეს ძალიან წაადგებოდა.ჩემი აზრით გუნდის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელის ფაქტორი და მშიშარა და უემოციო მასწავლებელი გრანდს არანაირად არ უხდება.კიდევ ერთი საკითხი,ხედირას ტრამვამ განაპირობა ჩემი აზრით გარკვეული ფეხბურთელების პროგრესი და სანამ მანჯუკიჩი არ დავარდა მოედანზე კინსაც არ ეძლეოდა შანსი.იძულებით არ უნდა მოუწიოს ვარსკვლავს დაბადება.ყველაზე მთავარი პრობლემა კი ამ წუთას დიბალას ვერ გამოყენებაა.ბოლოს კი სამართლიანობისთვის ვიტყვი რომ ეს პოზიტიური მონაკვეთა რათქმაუნდა ალეგრის დამსახურებაც არის

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

100%

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x