ნედვედი რონალდუზე და კინზე..
პაველ ნედვედი რონალდუს დაბრუნებაზე:
“კარგი იქნება თუ რაღაც უაზრო პანიკას არ შექმნით და რონალდუს მშვიდ გარემოში მიცემთ საშუალებას, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი ნაყოფიერად გაიაროს.
ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ მის მდგომარეობას და ეს ყოველდღიურად ხორციელდება.. შესაბამისად აჩქარებას არ ვგეგმავთ, რადგან ფეხბურთელის ჯანმრთელობა პირველ ადგილზე გვიყენია.
კინი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც დღეისათვის შთამბეჭდავ ფორმაში იმყოფება. მის ასაკში სავსებით ნორმალურია აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მისი დღევანდელი კონდიციებით.”