ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6.5 – ჟოაო პედრომ და პავოლეტიმ მხოლოდ ერთხელ არ ანერვიულეს.. იგი ყურადღებით აკვირდებოდა ბურთებს, რომლებიც კარს სცდებოდნენ..

კასერესი – 6.5 – დე შილიოს მარტოსულად თავი არ უგრძვნია.. ყოველთვის ცდილობდა მარჯვენა ფლანგზე საჭირო დახმარება აღმოეჩინა იტალიელისთვის. საკმაოდ საიმედოდ ირჯება მეორე სართულზე და ერთი სიტყვით ურუგვაელმა ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა

ბენტანკური 61 წუთიდან – 6.5 – მომენტალურად ერთვება თამაში.. ირჯება თავდაჯერებულად და ცივსისხლიანად.

ბონუჩი – 7 – დაცვაში იმდენად უზადოდ მოქმედებს, რომ არანაირ პრობლემას არ განიცდის. საიმედო ასპარეზობა ეფექტური თავური გოლით დააგვირგვინა.

კიელინი – 6 – შეხვედრა, სადაც დიდი ძალისხმევა არ იყო ჯორჯოსგან საჭირო, რომ საკუთარი გუნდის კარი მშრალად შენახულიყო. ყურადღებით და გამოცდილებით შეჭამა მეტოქე ფეხბურთელები.

დე შილიო – 6.5 – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება და თავდაჯერებულად ასპარეზობს მარჯვენა ფლანგზე. არაერთი გარბენილი კილომეტრი, დახურული ზონები და შეტევაში ეფექტური წასვლები.. მატია კარგად დაბრუნდა!

ემრე ჯანი – 7 – როგორც ჩანს გერმანელი ფოლადისგან არის შექმნილი, რადგან მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია.. უხეშადაც ეთამაშნენ მაგრამ ვერაფერს გახდნენ.. სხვადასხვა პოზიციებზე მოუწია ყოფნა და ყველგან აჩვენებდა ფიზიკური კონდიციების არანორმალურად კარგ ფორმას.

პიანიჩი – 7 – ეს მირალემის საღამო იყო.. იუბილარმა საოცარი სიმშვიდე შეძინა გუნდს საკუთარი დამაჯერებელი ასპარეზობით.. პირველ 45 წუთში მისი გადაცემების სიზუსტე არც მეტი არც ნაკლები 96 %-ი იყო.. მოქმედებს ზუსტად და ელეგანტურად.

მატუიდი – 6 – ბევრს დარბის.. მარცხენა ფლანგზე ძირითადად და ხშირ შემთხვევაში ღრმადაც.. ხშირ შემთხვევაში ფორვარდის ამპლუაშიც გვევლინებოდა.

ალექს სანდრო – 6 – გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე წინა შეხვედრაში.. განსაკუთრებით პირველ 45 წუთში.. კონცენტრირებულია და მუდამ მზად არის პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდოს.

ბერნარდესკი – 6.5 – ყველა ზონაში იყო სადაც გუნდს დაჭირდა.. ეხმარება ბონუჩის გოლის გატანაში.. კინს ერთ ეპიზოდში იდეალური მდგომარეობა შეუქმნა.. პიანიჩსაც დახმარების ხელს უწვდის სწორ კომბინირებაში.. ბევრი შრომა და არანაირი დაღლის ეფექტი..

კინი – 7 – პირველ ტაიმში არაფერი განსაკუთრებული და შეიქმნა შთაბეჭდილება თითქოს ჯადოქრობა დასრულდა.. მაგრამ მეორე 45 წუთში გამოდის დამუხტული და ერთბაშად რამდენიმე მომენტი ექმნება.. იტანს გოლს და კალიარის ფანების წინაშე ცივსისხლიანად აღნიშნავს.

ალეგრი – 7 – ბევრი პრობლემა ჰქონდა ტრავმირებულების თვალსაზრისით, მაგრამ შედეგი? მორიგი სამი ქულა ყოველგვარი კითხვის გარეშე..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

შეგიძლიათ ვინმემ მოიძიოთ ალეგრის ხელმძღვანელობით სულ რამდენი ოფიციალური მატჩი ითამაშა იუვემ რამდენი მოიგო რამდენი ფრე გააგორა და რამდენი წააგო?

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x