ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ვალდებულები ვართ ევროპაშიც გავიმარჯვოთ”

მაქს ალეგრის საინტერესო კომენტარი კორიერე დელა სერასთან:

“ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფეხბურთი უფრო რთული გახადონ, რაზეც აგრესიის მოზღვევაბა მემართება. იმისათვის, რომ ახალი წიგნი გადაშალო, მაინც და მაინც დიდი ძალისხმევის გაღება საჭირო არ არის.

სიმარტივე, დიახ ყველაზე რთულია, მაგრამ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ და ვცდილობთ სიტუაციის გართულებას. საბოლოო ჯამში ეს ყოველივე ხომ ჩვენც გვირთულებს მუშაობას?

კორპორატიული მწვრთნელი არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ შედეგებზე არის ორიენტირებული. მე კი თავს მენეჯერად მივიჩნევ, რომელიც მიღწევებს სეზონის ბოლოს აფასებს და საქმე მხოლოდ სპორტულ ანგარიშს არ ეხება. ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფეხბურთელის პროგრესირება.. თუ როგორ გაიზარდა ის ჩემი ხელმძღვანელობით.

ეს არის შედეგი, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ახდენს ზეგავლენას კლუბის ფინანსურ ბალანსზე. იმედი მაქვს, რომ იგივე როლი მექნება როგორც ფერგიუსონს მანჩესტერში.. თუ კი მაშინ ეს ნიშნავს, რომ აქ საკმაოდ დიდხანს დავრჩები.

საკუთარ თავში ზედმეტად როცა ხარ დარწმუნებული, ამან შესაძლოა დიდი პრობლემები მოგიტანოს და რეალობის აღქმა დაგაკარგინოს. თუნდაც, რეალთან ფინალი ავიღოთ.. ზედმეტმა ოპტიმიზმა სამწუხაროდ ნეგატიური შედეგი იქონია.

ევროპაში ზუსტად იმ მიდგომით უნდა ვითამაშოთ, როგორიც იტალიაში გვაქვს.. უკომპრომისო და ნაბიჯ-ნაბიჯ. ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ აქაც გავიმარჯვოთ!”

11 thoughts on “ალეგრი:”ვალდებულები ვართ ევროპაშიც გავიმარჯვოთ”

  1. ვაბშე არაფრით ჩამოუარდება ფერგისონს! უბრალოთ ფერგისონს ფინალებში უმართლებდა ჩემპიონთა ლიგის,უმართლებდა კიარა მაგას უფრო სხვა რამე ქვია იღბლის ბუკეტი, რაც იყო ბაიერნთან და თუნდაც ბოლოს ჩელსისთან პენლებში.

  2. ალეგრი ფერგიბსონობა იოლი არ არის თუმცა ჭკვიანი ტრენერი კი ხარ და იმედია იუვესთან ერთად შენი ყველა დასახული მიზანიც გამოგივა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.