ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“პოზიტიური ამბებია კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით. პორტუგალიელის სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით ვითარდება და წესით იგი მიიღებს აიაქსთან მატჩში მონაწილეობას.

მილანთან შეხვედრაში მანჯუკიჩი, სპინაცოლა და დიბალა დაგვიბრუნდებიან, ხოლო კოშტა რონალდუს მსგავსად ამსტერდამელებთან.

კუადრადოს რაც შეეხება, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, მაშინ სპალთან შეხვედრაში გვექნება კოლუმბიელის იმედი. პერინი არ მიიღებს მილანთან მატჩში მონაწილეობას, ხოლო კასერესი სამი კვირით დავკარგეთ.

კიელინი სასტარტოში იქნება, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა შეფასებას ექვემდებარება, რადგან მატჩები ახლო-ახლო პერიოდში იმართება.

მილანი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრეს განიცდის.. ეს დაპირისპირება ყოველთვის დაბალანსებულია.. მშვენიერი ტესტი გველის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წინ.

რასიზმის თემა მტკივნეული საკითხია და იგი უნდა დაიგმოს ნებისმიერ დონეზე. ბონუჩი არ იყო მართალი და მომენტალურად მოიხადა ბოდიში.. მან სხვა რამ იგულისხმა, თუმცა..

მოხარული ვარ კინის პროგრესირებით.. მან იცის რა ასპექტებში მართებს მომატება, რათა დიდი ჩემპიონი გახდეს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აბა შენ იცი ალეგრი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x