ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვოიცეხ შესნი საკუთარი გუნდის ასპარეზობაზე

ვოიცეხ შესნის იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს:

“კალიარისთან შეხვედრაში მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ, რისი დამსახურებითაც კომფორტული გარემო შევინარჩუნეთ. ახლა ვემზადებით მილანთან და აიაქსთან მატჩებისთვის.. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკუდეტომდე სამი გამარჯვება გვაშორებს.

პირველი წრის შეხვედრაში, როდესაც მილანს ვეთამაშებოდით რონალდუმ საჭირო რჩევა მომცა 11-იანის შესრულებამდე.. მან მითხრა, რომ კუთხე მალევე ამერჩია და გადავმხტარიყავი დარტყმამდე, რადგან იგუაინი შესრულების დროს მეკარის მოძრაობას არასოდეს აკვირდება.

სიმართლე გითხრათ ეს თავადაც კარგად ვიცოდი, რადგან გონსალოს მშვენივრად ვიცნობ.. თუმცა, რონალდუს ჩართულობა გუნდურ წარმატებაში სასიხარულო იყო ჩემთვის.

სან სიროზე გამართული დაპირისპირება უდაოდ დასამახსოვრებელი იყო და სწორედ ასეთ სტილში გვმართებს მუდმივად ასპარეზობა. ფაქტია, იუვენტუსი – მილანი მაღალი დონის მატჩია და მშვენიერი ტესტი აიაქსის წინ. ვიყურებთ ოპტიმისტურად და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.

ვალდებულები ვართ ატლეტიკოსთან ნაჩვენები დონის შესაბამისად განვაგრძოთ მოგზაურობა.. კონცენტრირება ოდნავადაც არ უნდა დავკარგოთ. მზად ვართ ამისთვის და გვსურს 1 ივნისის ჩათვლით სწორედ ასეთ სტილში ვითამაშოთ”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

პირველ რიგში ბოდიში რო დავიკარგე მიზეზი კი 1 კომპიუტერია სახლში და ჩემს დას ჭირდება სწავლისთვის და კომენტარაებს ამიტო ვეგარ ვწერ როგორ ხართ მეგობრებო

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x