ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

ტრადიციულად ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გვთავაზობს, რომელიც მილანს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება:

მაქსმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ამჯერად მაინც და მაინც ბევრი არაფერი გვითხრა.. მან ისაუბრა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სარეაბილიტაციო კურსი და უკვე მზად არიან მინდორზე დასაბრუნებლად.

ამ შეხვედრაში არაა გამორიცხული ერთბაშად რამდენიმე ტრავმა მოშუშებული იუვენტინო ვიხილოთ სასტრატოში, რადგან როგორც ზემოთხსენებული წყარო გვამცნობს, მაქს საინტერესო გეგმები აქვს მილანელთა წინააღმდეგ..

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მატია პერინი ჯერჯერობით ლაზარეთში რჩება ის უდაოდ უკონკურენტოა პინსოლიოსთან, რომელიც ნომინალური ტურინელთა მესამე კარის დარაჯია.

რაც შეეხება დაცვას.. საქმე იმაშია, რომ მაქსი ბოლო დროს აქტიურად ირჩევს 3-5-2 სქემას და ამჯერადაც იგივე გზას გაუყვება.. შესაბამისად დაცვის ტრიოს შეადგენენ მატია დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი და დანიელე რუგანი.. თუმცა, აქ კითხვის ნიშნები უდაოდ ჩნდება.. მაგალითად დე შილიოსთან მიმართებაში, მაგრამ დაველოდოთ ნახევარდაცვას და შესაძლოა კონტურები უფრო გამოიკვეთოს.

შუახაზში იგეგმება ემრე ჯანი, ფედერიკო ბერნარდესკი და როდრიგო ბენტანკური.. ეს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა და როგორც ჩანს მაქს სურს გარკვეული სქემების ვარირება მოახდინოს აიაქსთან წინასამატჩოდ.

დიახ, მილანელებთან დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, რაოდენ სუსტ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდეს როსონერი.. მაგრამ როდესაც შენ ამხელა უპირატესობა გაქვს ნაპოლიზე და ფაქტიურად შეგიძლია ჩემპიონობა ახლავე გაიფორმო, მაშინ რატომაც არა? უდაოდ საინტერესო სანახვი იქნება მაქსის ტაქტიკური ცვლილებები.

ფლანგებზე წინ და უკან მაღალ სიჩქარეზე ფრენა მარჯვენა მხარეს ჟოაო კანსელუს ვალდებულება იქნება, ხოლო მარცხივ ლეონარდო სპინაცოლასი, რომელმაც მუხლის ტრავმა სრულად მოიშუშა და მზად არის მორიგი პერფორმანსისთვის.

შეტევაში კი ერთბაშად ორი მოთამაში გვიბრუნდება სასტარტოში, რომლებსაც გარკვეული პერიოდი სხვადასხვა მიზეზის გამო გაუცდად.. საუბარი ეხება არგენტინელ პაულო დიბალას და ხორვატ ქილერ მარიო მანჯუკიჩს, რომელმაც კონტრაქტი ცოტახნის წინ გაახანგრძლივა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე ისინი მოზღვავებული ემოციებით შედეგიანად ირჯებიან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ამ იტალიაში რა ნევროზიანი ფეხბურთელები არიან. ყველა ჯარიმას ყვითელ-წითელ ბარათზე რომ არაფერი ვთქვათ დუჟმომდგარი აპროტესტებენ )))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x