ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”კონტემ იპოვა ახალი კლუბი”

იტალიური გამომცემლობების მტკიცებით ანტონიო კონტემ ახალი სამსახური უკვე იპოვა:

მილანის ინტერმა კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა ჩელსის ექს თავკაცთან და ახალი სეზონიდან სათავეში ნერიაძურის ჩაუდგება.

საგულისხმოა, რომ ჯუზეპე მაროტამ უკვე შეატყობინა ანტონიოს მაურო იკარდის გუნდიდან წასვლის თაობაზე..

როგორც ჩანს არგენტინელთან კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ გამონახა საერთო ენა და სეზონის დასრულებისთანავე ლუჩანო სპალეტისთან ერთად, გუნდს მაუროც დატოვებს.

საგულისხმოა, რომ მის ნაცვლად კონტეს მაროტა ბოსნიელ ედინ ჯეკოს მოუყვანს, რომელიც რომაში საკმაოდ პროდქტიულად ირჯება იდენტურ პოზიციაზე.

ასე რომ ახალი სეზონიდან ინტერს კიდევ ერთი ექს იუვენტინო შეუერთდება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აკი ნუ იტყვით კონტეზე აუგსო? ))

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

უდიდესი პატივისცემის მიუხედავად იუვედან ინტერში რომ გადავა ის ჩემთვის მტერი ხდება.მეგობრებსაც კი ვერ ვპატიობ ინტერის გულშემატკივრობას

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x