ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“იუვენტუსი და მილანი განურჩევლად სატურნირო ცხრილში მიმდინარე პროცესებისა, ყოველთვის საინტერესო და დაძაბულ ბრძოლას გვპირდება. ამ მატჩში აუცილებელი იყო გამარჯვების მოპოვება და ახლა ჩვენთვის საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს გამარჯვება ან ფრე.

პირველ ტაიმში გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით.. პრინციპში ეს მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ალექს სანდროს პირველად მოუწია სამ კაციან დაცვაში ცენტრალური მცველის როლის მორგება.. სპინაცოლას და დე შილიოს ასევე უჩვეულოდ უწევდათ მთელი ფლანგის სრულად გაკონტროლება.. თან ემრე ჯანმაც ტრავმა მიიღო და გადაწყობისთვის დრო დაგვჭირდა.

ყოველთვის იმას ვიძახი, რომ ფეხბურთელი საკუთარ პოზიციაზე უნდა ირჯებოდეს და სწორედ ასე მოგვიტანს მაქსიმალურ სარგებელს.. მაგრამ როდესაც ჩემპიონატში 18 ქულით ლიდერობ, გაქვს მცირეოდენი უფლება გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართო.

შეხედეთ მატუიდის.. გასულ მატჩში ფრანგი ისე გამოიყურებოდა, თითქოს საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა. აუცილებელი იყო მისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიგვეცა.. ისევე როგორც სხვა მოთამაშეებისთვის.

დიბალას რეაქცია გასაგებია.. თუმცა, ეს არის ბრძოლა დიდ კლუბში.. გამიხარდა მისი გოლი და იმედი მაქვს კვლავ ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში.. კონკურენციას კი ვერავინ გაექცევა.. მოედანზე ყოფნა ყველას სურს და ამისთვის მაქსიმუმს გაიღებენ.

კინმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და კვლავ გაიტანა.. ეს ბიჭი ამტკიცებს, რომ შეუძლია ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა.. მაგრამ აჩქარება დაუშვებელია.. ზამთარში შევთანხმდით რომ მოიზი ჩვენთან დარჩებოდა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ის ჯერ კიდევ ტექნიკური ხასიათის შეცდომებს უშვებს, რომელსაც დახვეწა ესაჭიროება.. ჩემპიონების გვერდით ვარჯიში ამ ყველაფერს გამოასწორებს.. ჩვენ უკვე ვიხილეთ რა შედეგი მოაქვს ამ ყოველივეს და თუ ის ასევე მუხლჩაუხრელად განაგრძობს შრომას, მაშინ საოცარ სიმაღლეებს დაიპყრობს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
5 years ago

მე არ გამისწორდა ეს მოგება. მსაჯი იყო გასაგდები ფეხქვეშ. ვინც არ უნდა თქვას, მეც იუვეს ფანი ვარ მარა ეს იყო აშკარა პროჭობა. 3 თუ არა 2 იავნი პენალტი არ დაუდეს მილანს, მაგნაირი რომ ჩვენთვის არ დაედოთ მსაჯს დავაშენებდი 10 სართულიანს. 18 ქულით რომ ხარ წინ მაშინ მაინც ნუ ინაგლებ. რეალს ვასხამ მსაჯებზე და უარესს იუვეში ვხედავ ხოლმე და გასატეხია. ვინმეს შეიძლება არ ესიამოვნოს მაგრამ ფანობამ ობიექტურობის აღქმა არ უნდა დაგვაკარგინოს. საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ფრეს ვიმსახურებდით. მილანს წარმატებებს ვუსურვებ, იუვეს ლიგას და გამოსწორებას :chuvak:

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ეს ბიჭი მართლა მაგარია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x