ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა შესაძლოა ერთბაშად მთელი რიგი რეკორდები დაამყაროს

იუვენტუსმა შესაძლოა მთელი რიგი რეკორდები დაამყაროს მიმდინარე სეზონში:

პირველ რიგში ეს ეხება ზედიზედ მოპოვებულ სკუდეტოებს, რომელთა რიცხვი რვამდე გაიზრდება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული რეკორდი წლიდან წლამდე გაუმჯობესდება იქამდე, სანამ ტურინელები მას არ დათმობენ, რომელიმე კონკურენტთან.

ამის გარდა ტურინელები კიდევ ერთი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას უმიზნებენ და კერძოდ დაგროვებულ ქულებს ერთ კონკრეტულ სეზონში. შეგახსენებთ, რომ 2013/14 წლებში კონტეს ხელმძღვანელობით ბიანკონერიმ 102 ქულას მოუყარა თავი. იმისათვის, რომ ეს ციფრები გაუმჯობესდეს, აუცილებელია დარჩენილ შეხვედრებში 6 გამარჯვება და ერთი დაპირისპირების ფრედ დასრულება.

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ზედიზედ რვა სკუდეტოზე.. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიღწევა იქნება საუკეთესო არამარტო სერია ა-ში, არამედ წამყვან ტოპ 5 ლიგაში უეფას მონაცემებით.. ჯერჯერობით იუვე ლიონთან იყოფს პირველ პოზიციას ზედიზედ შვიდი ჩემპიონობით.

ჯერ არასდროს არ ყოფილა ისე, რომ სკუდეტო 5 ტურზე მეტი ვადით გაენაღდებინოს ვინმეს ჩემპიონობა.. 5 თამაშით ადრე კი თავის დროზე მოახერხეს ტორინომ 1947/48, ფიორენტინა 1955/56 და ინტერმა 2006/07 სეზონში.. თუ იუვე მომდევნო ტურში სპალთან წარმატებას მიაღწევს, მაშინ ალეგრის შეგირდები ტიტულს 6 ტურით ადრე გაიფორმებენ.

კონტეს ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2013/14 წლებში 38 მატჩიდან 33-ში მიაღწიეს გამარჯვებას. ალეგრის კი ჯერ კიდევ შეუძლია დარჩენილი მატჩებიდან გამომდინარე მოგებული შეხვედრების ციფრი 34 დააფიქსიროს და მორიგი რეკორდი დაამყაროს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მთავარია ყურებიანი თასი მოვიგოთ და 1 სკუდეტოს ვაჩუქებდი ნაპოლის)))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x