ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6.5 – ყურადღებით თამაშობს გამოსვლებზე.. ასევე კარგი იყო პიონტეკის პირველ დარტყმულზე, როდესაც კუთხე გამოიცნო..

დე შილიო – 6 – სუსტად იწყებს და ეტაპობრივად უმატებს, როდესაც გუნდი საბოლოოდ დალაგდა გარკვეული პრობლემების შემდეგ.

ბონუჩი – 5 – დიბალაზე გაკეთებული გადაცემა, პრინციპში ერთადერთია ამ საღამოს რითიც თავი კარგი კუთხით დაგვამახსოვრა. სხვა მხრივ პიონტეკმა სისხლი გაუშრო და სხვათაშორის არამხოლოდ მას.. გაშვებული გოლის დრო კი საოცარი შეცდომა დაუშვა.

რუგანი – 5.5 – საერთო სურათის შექმნაში ცუდი არ იყო, მაგრამ საკმარისია პიონტეკი მასთან გადავიდეს და სერიოზულ პრობლემებს აწყდება ბონუჩის მსგავსად.

სპინაცოლა – 5.5 – ტრავმა რამდენიმე დღის წინ მოიშუშა და ამან იქონია დღევანდელ ნაკლებად ეფექტურ ასპარეზობაზე ზეგავლენა. ნაკლებად ერთვებოდა შეტევაში და მისი ფლანგიდან ფაქტიურად ვერ ამწვავებდა რიგი პრობლემების გამო.

პიანიჩი 61 წუთიდან – 7 – ბრწყინავს! დირიჟორობს საკუთარ გუნდს მეორე ტაიმში და მათი პროგრესი ბოსნიელის დახმარებით გახდა შესაძლებელი. კინის გოლში უდიდესი როლი ითამაშა, როდესაც ჯერ დაბლოკა მეტოქის დაცვიდან ამოსვლა და ბურთი მოიპოვა, ხოლო შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ახალგაზრდა ფორვარდი.

ემრე ჯანი – 6 – იბრძვის თავდაუზოგავად. ბევრ დარტყმას იღებს და ერთ-ერთის დროს გუნდი თეთრ დროშას აფრიალებს, რადგან წინ ამსტერდამული დაპირისპირება ელით და გერმანელის ახლა ხანგრძლივი პერიოდით დაკაგარვა კარგი არ იქნება.

ხედირა – 26 წუთიდან – 6 – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება.. ბუნებრივია იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ თავს არ ირცხვენს და პარტნიორებს მაქსიმალურად ეხმარება მოედნის ნებისმიერ ზონაში.

ბენტანკურს – 5.5 – მას გაშვებულ ბურთში მონაწილეობას არ ვაბრალებთ, რადგან ეს ცალსახად ბონუჩის დამსახურებაა.. თუმცა, სხვა ეპიზოდებში უშვებს შეცდომებს.. თუმცა, პერიოდულად კარგ მოქმედებებსაც ასრულებს.

ალექს სანდრო – 5.5 – პირველი ნახევარი საერთოდ დავიწყებას უნდა მიეცეს.. მეორე ტაიმიდან ტურინელები წუთიდან წუთამდე უმატებენ და ეს მასაც ეხება.. აქტიურობს მარცხენა ფლანგზე და დაცვაშიც ნაყოფიერად ირჯება..

ბერნარდესკი – 6 – ანალოგიურ პრობლემებს განიცდის პირველ ტაიმში, მაგრამ მეორეში როდესაც ზონებს შორის თავისუფალ გადაადგილებას იწყებს, სწორედ აქ ექმნება მილანს დიდი თავისტკივილი.. სისწრაფე, ენერგია და ჯანსაღი საფეხბურთო აგრესია.. გადაცემები პარტნიორებზე და მოქმედება სხვადასხვა პერიმეტრზე..

დიბალა – 6 – უდიდეს ნაწილს საკუთარი თავის ძიებაში ატარებს, რადგან მოედანზე ძალზედ უჭირდა საერთო ენის გამონახვა პარტნიორებთან.. ბერნარდესკისთან არ აეწყო.. მანჯუკიჩთანაც პრობლემები ჰქონდა.. ამიტომაც ჩადის სიღრმეში და იქიდან ცდილობს გუნდის დახმარებას.. მეორე ტაიმში შედარებით უკეთესია და ცდილობს თავისუფალი ზონის გამოყენებას.

კინი 66 წუთიდან – 7.5 – შეუჩერებელია. გამოდის მოედანზე და ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, მოქმედებს ცივსისხლიანად.. იტანს გოლს და გუნდისთვის მორიგ სამ ქულას იფორმებს. სხვათაშორის გამოსვლიდან, რამდენიმე წუთშიც შეეძლო გატანა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.. ბრწყინავს მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვე სკამზე გაატარა და ვარჯიშებზე საკუთარ თავზე მუშაობდა.

მანჯუკიჩი – 6.5 – გაცილებით უკეთესია ეს მანჯუკიჩი, ვიდრე ის რომელიც გასულ მატჩებში მონაწილეობდა.. დამუხტულია საბრძოლველად.. ქმნის საგოლე ეპიზოდებს.. აკეთებს გადაცემებს, რომელიც პოტენციურად საგოლეა.. ერთი სიტყვით ჩვენს წინაშე პროდუქტიული ხორვატი წარსდგა.

ალეგრი – 6.5 – პირველი ტაიმი აქტივში არ ეწერება, მაგრამ მეორეში მცირეოდენი გადაადგილებითაც კი ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. კიელინის გარეშე დაცვა პრობლემებს განიცდის, მაგრამ წინ მძიმე მატჩებია და სასტარტოს გარკვეული წევრები ამოსუნთქვის საშუალებას იმსახურებენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

არ შეიძლება ასეთი დაბალი ქულები არავიზე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x