ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი მატჩზე და კინზე..

მირალემ პიანიჩი მილანთან შეხვედრაზე საუბრობს:

“თავიდანვე კარგად ვიცოდით, რომ როსონერის წინააღმდეგ იოლი მატჩი არ გველოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი გამარჯვება იყო, რისი მოპოვებაც საბედნიეროდ მოვახერხეთ და ახლა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალს ჩინებული განწყობით ვხვდებით.

სხვა ყველაფერთან ერთად, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ლაზარეთი ეტაპობრივად ცარიელდება და პარტნიორები მოედანზე გვიბრუნდებიან. სეზონით დასკვნით ნაწილზე, თითოეული მათგანის დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება.

ძირითადში ყოფნა ყველა სურს, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი ღებულობს.. ჩვენ კი მის რჩევა დარიგებას პირველ ადგილზე უნდა ვაყენებდეთ.

კინი ძალიან კარგი ახალგაზრდაა, რომელიც საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. ჯერ კიდევ მოედანზე გამოსვლამდე, ვარჯიშებზე ყველანი მშვენივრად ვხედავდით როგორ პროგრესირებდა.. ეს თავიდანვე თვალშისაცემი იყო.

მესმის, რომ სერია ა რთული გათამაშებაა და აქ გოლის გატან ძალზედ რთულია.. თუმცა, მოიზი მოედანზე გამოდის და ყოველ შეხვედრაში იფორმებს გატანილ ბურთს.. აუცილებელია, რომ თითოეული შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს, ხოლო მიზნად მწვერვალები დაისახოს, რადგან იუვენტუსის მაისურით ასპარეზობა ნიშნავს ისწრაფვოდე სრულყოფილებისკენ”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

ისე სანდროს გარდა რომელ პენალზე აპელირებენ კიდევ მილანისტები საინტერესოა. სანდრომ ვარდნისას ხელი მკერდზე მიიდო და ისე მოხვდა რანაირი პენალტია ეგ?

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ჭირდება თქვენი მხარდაჭერა ამ ბიჭს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x