ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკის ინტერვიუ უეფასთვის..

უეფამ ფედერიკო ბერნარდესკისთან ინტერვიუ ჩაწერა:

“ატლეტიკოსთან შეხვედრა საოცარი იყო.. მართალია პირველ მატჩში ესპანელებმა დიდებულად ითამაშეს და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს, თუმცა ლიგა იმდენად სპეციფიური ტურნირია სადაც არასოდეს იცი რა მოხდება მომდევნო წუთში.

ეს არის ბრძოლა.. ნამდვილი ბრძოლა კლუბებს შორის, რომლებიც ერთმანეთს სანუკვარი მიზნისთვის ეცილებიან. აიაქსი ძლიერი გუნდია და ის ფაქტი, რომ მათ რიგებში გამოუცდელი ფეხბურთელები ირიცხებიან, საერთოდ არ ნიშნავს არაფერს.

ჰოლანდიელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათთან ხუმრობა არ შეიძლება. ეს ბიჭები საოცრებებს ჩადიან და მათ წინააღმდეგ დიდი ყურადღებით გვმართებს ყოფნა.. ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც უკვე გითხარით იოლი მატჩი არ არსებობს.

ბუნებრივია ეს ტურნირი ყოველ ჩვენთაგანში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.. შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ამ იუვეს შეუძლია საბოლოო ნაბიჯის გადადგმა.. მაგრამ უმჯობესია თუ ჩვენ – უშუალოდ ფეხბურთელები მოახლოებულ მატჩზე ვიფიქრებთ.

ზეწოლა არის, მაგრამ იუვენტუსი ასეთ დროს უფრო და უფრო ძლიერდება.. თუნდაც, ატლეტიკოსთან მატჩი.. ყველას ეგონა, რომ ტურნირს ნაადრევად ჩამოვშორდებოდით, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი გაიღო და ქომაგებს არაჩვეულებრივი საღამო ვაჩუქეთ!

ყოველთვის ვამბობდი, რომ საფეხბურთო სამყაროში დიდ წარმატებას საკუთარი აზროვნებით ვაღწევდი უფრო მეტად, ვიდრე ფიზიკური ან ტექნიკური მონაცემების ხარჯზე.. აუცილებელია შეინარჩუნო საკუთარი თავი, ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური წნეხის დროს და განაგრძო მოძრაობა დასახული მიზნისკენ სრული შემართებით.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
5 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x