ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “რონალდო ითამაშებს”

იტალიელი სპეციალისტი სანახაობას გვპირდება

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ამსტერდამის აიაქსთან გასამართი მატჩის წინ, ტურინის იუვენტუსის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა:

“აიაქსი ძლიერი გუნდია, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვთ. მათ იუვეს წინააღმდეგ ფინალიც ნათამაშები აქვთ. მარტივი არ იქნება. ხვალ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც ღია და ტექნიკურ ფეხბურთს ვისურვებდი..

რონალდომ გუნდთან ერთად კარგად ივარჯიშა. ის მზადაა და თუ რაიმე არ მოხდა ძირითად შემადგენლობაში იქნება. დაცვაში კიელინის ნაცვლად რუგანი ითამაშებს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი მცველია..

ნახევარდაცვაში ბენტანკური ხედირადან ერთ-ერთი გამოვა..

დიბალა? ძალიან ძლიერია. იუვენტუსში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. ვარჯიშზე ყველა თანაბარია. დღეს კარგი ვარჯიში გვქონდა. ის მენტალურად ძლიერია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია..

ვწუხვარ კიელინის და ჩანის არ ყოფნის გამო, თუმცა როგორც აღვნიშნეთ კარგი ვარჯიში გვქონდა და მათი შეცვლა შეგვიძლია.”

ამის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ ვარჯიში გამართა, სადაც რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი განიხილა. იტალიური პრესის აზრით, ვარჯიშებიდან გამომდინარე შემდეგ შემადგენლობას უნდა ველოდოთ:

შესნი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდო.


7 thoughts on “ალეგრი: “რონალდო ითამაშებს”

  1. იმედია კარგ თამაშს აჩვენებს მაგრამ, სანდრო არის გასაშვები ! წლებია რეგრესს განიცდის , სპინაცოლა ბევრად ცივსისხლიანია და მეტს ქმნის , გაიკეთოს თავის ჩაწოდებები 20 დან 1 თუა შედეგიანი . წინა ტურს და მაგის წინა ტურს ვინც უყურა აშკარად ვერაა ტვინში კარგად ეგ ფეხბურთელი , სასწაული პირველი სეზონის შემდეგ რა დაემართა ვერ ვიგებ

  2. ვიცოდიი 1 იანი რო იყო ტოტენჰემიიი ! და დიბალას გამორიცხვა მართლა სისულელეა

  3. ეს იყო სიტი? ამ თამაშით უნდათ სიტის ჯერ ტოტენჰემს და მერე აიაქსი/იუვეს (ანუ ჩვენ) გასცდეს? წადი ბიძია პრემიერლიგა მოიგე საქმე არ გაქვს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.