ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვლადიმირ იუგოვიჩი ტურინელთა მოახლოებულ დაპირისპირებაზე

წარსულში იუვენტუსის ნახევარმცველი ვლადიმერ იუგოვიჩი მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს:

სხვათაშორის სწორედ იუგოვიჩის ზუსტმა 11-იანმა მოუტანა ტურინულ გრანდს ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის თასი:

“აიაქსის არ დაფასება იქნება დამღუპველი ნებისმიერი კლუბისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ იუვენტუსს ეს არ ემუქრება, რადგან ტურინელები ყოველთვის დიდი პატივისცემით უდგებიან საკუთარ მეტოქეს..

ჰოლანდიელებმა ყოველთვის იცოდნენ თუ როგორ უნდა მიუდგნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.. ამიტომაც წლიდან წლამდე, მათ რიგებში მუდამ ირჯებიან ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც ძალუძთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა..

კრიშტიანო რონალდუ არის საოცარი პიროვნება.. მისი შრომისმოყვარულობა არის შეტყობინება ყველა იმ ფეხბურთელისთვის, რომლებსაც დაავიწყდათ რას ნიშნავს მუხლჩაუხრელი შრომა.

აიაქსთან ფინალი? მადლობა ბედისწერას, რომ ასეთი როლი მარგუნა.. როლი რომელმაც იუვენტუსს სანუკვარი ჯილდო მოუტანა.. ანიელისთან საკმაოდ ახლოს ვიყავი და როდესაც 11-იანის შესასრულებლად გავეშურე, მან ყველას უთხრა, რომ არ ენერვიულად რადგან ბურთთან სერბი მივიდა!

ალეგრი დიდებული მწვრთნელია.. მისი მოქმედებები აღფრთოვანებას იწვევს.. მან გუნდი ნამდვილ საბრძოლო მანქანად ჩამოაყალიბა, რომელიც ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად არის მზად!

ბორუსიასთან ფინალი? აიაქსთან ჩვენ არ ვიყავით ფავორიტები.. საპირისპირო იყო დორტმუნდთან და შესაძლოა ამან ითამაშა ნეგატიური როლი..

მე მწამს, რომ ატლეტიკოსთან ასეთი გრანდიოზული დაბრუნების შემდეგ, სწორედ ახლა არის დრო იუვენტუსმა კვლავ აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი”.


4 thoughts on “ვლადიმირ იუგოვიჩი ტურინელთა მოახლოებულ დაპირისპირებაზე

  1. მართალია! 97-98-ში ბევრად ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე 96-ში. იმ დროს ნომერ 1 გუნდი იყო იუვე! მარა ეს ფინალების წაგება მართლა რაღაც წყევლა აქვს ამ გუნდს რაა)) თორე 2 თავით მაღლა იდგა მაშინ რეალზეც და მითუმეტეს ბორუსიაზე. კაროჩე კიდე 1 ფინალის წაგებას ვეღარ გადავიტან რაა)) აღარ შეიძლება ტეხავს უკვე პროსტა)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.