ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის კაპიტანმა შესაძლოა აიაქსთან მატჩი გამოტოვოს..

არცთუ პოზიტიური ცნობებია კონტინასას ბაზიდან:

უკანასკნელი საწვრთნელი სესიის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ..

იტალიელ მცველს პირველადი ცნობებით კუნთების გადაღლილობის პრობლემა შეექმნა, თუმცა ჯერჯერობით რაიმეს გადაჭრით თქმა საკმაოდ რთულია.

მასიმო პავანი ასევე აკეთებს მცირე კომენტარს ამ საკითხზე:

“არ ღირს პანიკის შექმნა, რადგან კიელინი გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც სიფრთხილის თვალსაზრისით ყოველთვის იზღვევს თავს და უმჯობესი იქნება თუ სამედიცინო შემოწმების პასუხებს დაველოდებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კი მცირეოდენი საშიშროება მაინც არსებობს, ბუნებრივია გუნდი რისკზე არ წავა და ჯორჯოს ძალების სრულად აღდგენის საშუალებას მიცემს”.

გამომდინარე ამ ინფორმაციიდან, რთულად წარმოსადგენია კიელინიმ აიაქსთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, რომელიც უკვე ხვალ გაიმართება..

შეგახსენებთ ასევე იმ ფაქტსაც, რომ ტურინელებს ამ ეტაპზე დაცვის ხაზში კიელინის გარდა კიდევ ორი მცველი ყავთ დაშავებული..

საუბარი ეხება მარტინ კასერეს, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 2 კვირას გასტანს და ანდრეა ბარძალი რომლის დაბრუნების ზუსტი თარიღი ისევ უცნობი რჩება.

ასეთ სიტუაციაში მაქს ორი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი რჩება ლეონარდო ბონუჩის და დანიელე რუგანის სახით.. პირობითად ამ როლის მორგება ემრე ჯანსაც შეეძლო, მაგრამ მილანთან შეხვედრაში მიღებული დაზიანების გამო, დიდი ალბათობით აიაქსთან დაპირისპირებას ისიც გამოტოვებს.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ოოო ეგ ძალიან ცუდია უკვე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x