ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნიკოლა რიცოლი იუვენტუსი – მილანის მატჩზე საუბრობს

მილანთან მატჩი მართალია უკვე ისტორიას ჩაბარდა, თუმცა იტალიაში სადაო ეპიზოდებზე დისკუსია ახლაც გრძელდება:

მატჩებზე მსაჯების დანიშვნის პასუხისმგებლობა ნიკოლა რიცოლის გააჩნია. შესაბამისად პასუხის გაცემა ჟურნალისტების კითხვაზე სწორედ მას მოუწია:

“საუბარი თითქოს ჩვენ ვინმე დავაჯარიმეთ არის სისულელე! პრესაში უაზრო ჭორები დაიწერა, რაზეც დროის დაკარგვას და ზედმეტი ახსნა განმარტების გაკეთებას არ ვთვლი საჭიროდ.

რეალობა არის ის, რომ მიქაელ ფაბრი ვალდებულია პროგრესირება განაგრძოს! მას საოცრად დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო შეცდომები გაიძულებს გახდე უკეთესი..

მახსენდება ჩემი მუშაობის პერიოდი და როდესაც შეცდომებს ვუშვებდი, სწორედ მაშინ ვხვდებოდი უფრო თავდაჯერებული, რადგან გამოცდილება მემატებოდა.

მანჯუკიჩის და რომანიოლის ეპიზოდი შესაძლებელი იყო VAR-ით ყოფილიყო განხილული, რადგან ძალადობის ფაქტი ექვემდებარება ვიდეო რეფერის და მთავარ მსაჯს ბუნებრივია აქვს ბერკექტი შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

11-იანის ეპიზოდი? ბურთი რომ ხელზე მოხვდა ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ აქ საუბარი არის სხვადასხვა ასპექტებზე.. განსახილველი არის, რამდენად გამოიყენა ფეხბურთელმა ის დამატებითი ბარიერის შესაქმნელად.. თუ არ გამოიყენა, მაშინ არ ვაჯარიმებთ, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში ბუნებრივია 11-იანი დარტყმა დაინიშნებოდა.

წესდსების თანახმად ფეხბურთელს არა აქვს უფლება საკუთარი სხეულის გარშემოწერილობა/მოცულობა გაზარდოს..”


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს ფაბრი არის გამო%სირებული ))) რა პროგრესზეა საუბარი ხალხს ვარი აქვთ და მაინც ვერ აზროვნებენ )) ანუ გამოდის თამაშის წესების ცოდნასთან გვაქვს აქ დიდი პრობლემა ))) ჯერ ეს ფაბრი რაზე იძლევა ყვითელ ბართს ვერ გაიგებს კაცი ))) მაგის პროგრესი მე ვერ დავინახე ვერსად

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მილანის ფანებს ერთი ვაი ვიში ქონდათ ბოდიშები გვიხადა სამსაჯო კორპუსმა და მსაჯს სამუდამოდ აუკრძალეს მსაჯობა :lool: :lool: მილანის თამაშებზეო, ის არ ახსოვთ კასერესს ზურგზე რომ მოხვდა და პენალი დაუდო რობინიოს გოლით რომ მოიგეს ან პიანიჩის ჯარიმა რომ გააუქმა უსაფუძვლოდ,

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x