ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას:

თუ აქამდე მასიმილიანო ალეგრის გარკვეული საკადრო პრობლემები ნახევარდაცვაში, ხოლო შემდეგ თავდასხმის ზონაში ჰქონდა, ახლა თავსატეხი დაცვის ცენტრალურ ზონაში შეექმნა..

კალიარისთან შეხვედრაში ჯერ მარტინ კასერესი დაშავდა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე ჯორჯო კიელინი. მართალია განაცხადში ანდრეა ბარძალი დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რამდენად ენდობა და სასტარტოში დააყენებს გამოცდილ “კედელს” რთული საკითხავია.

კარში ვოიცეხ შესნი იდგება, მიუხედავად იმისა რომ მატია პერინიმ ტრავმა მოიშუშა და ბარძალისთან ერთად განაცხადში დაბრუნდა..

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჟოაო კანსელუს სასტარტოში დაბრუნებას უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხენა ფლანგზე წესით და რიგით ალექს სანდრო გაირჯება..

ცენტრალურ ზონაში ამ ეტაპზე ორი ჯანმრთელი მცველი არის დარჩენილი.. საუბარი ლეონარდო ბონუჩის და დანიელე რუგანის ეხება.. შესაბამისად მათი ერთად თამაში ამ ეტაპზე კითხვებს არ იწვევს.

ნახევარდაცვაში პრობლემები ემრე ჯანის ტრავმამ შექმნა.. გერმანელი საოცარ ფორმაში იმყოფებოდა და ალეგრის გუნდისთვის უკანასკნელ ხანებში დიდ ძალად ჩამოყალიბდა. მის არყოფნაში ალეგრი ფსონს როდრიგო ბენტანკურზე, ბლეზ მატუიდიზე და მირალემ პიანიჩზე გააკეთებს.

რაც შეეხება წინა ხაზს.. ალეგრიმ დაადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდუ მზად არის მოედანზე გამოსასვლელად.. შესაბამისად პორტუგალიელს საწყის წუთებშივე უნდა ველოდოთ ამსტერდამელთა წინააღმდეგ.

მას კი პარტნიორობას მარიო მანჯუკიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი გაუწევენ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

Kara
რომელი გრანდიც გინდა არცერთი არ ასვენებს ასე ძაან თავიანთ ძირითადის სასტავს.მნიშვნელოვან თამაშებში განსაკუთრებით არაა ასე ?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

თამაში სად შეიძლება ვნახო ჯიგრებო? გთხოვთ დაწეროთ

დავით 1221
დავით 1221
5 years ago

ბიჭებო სად შეიძლება ვუყურო თამაშს ხომ აარ იცით ??

lasha naxucrishvili
5 years ago

ეხლა ამან ხედირა არ დასვას სკამზე რა და დიბალა კიდე.
ის რო იმდენად კარგად ვეღარ თამაშობს დიბალა ეს არის მწვრთნელის დამსახურება არ ენდობა.ჯერ ალექს სანდრო გააფუჭა მასე მერე დიბალა და ეხლა კანსელოს უპირებს.მგონი ერთადერთი გუნდია იუვენტუსი გრანდებიდან რომელსაც გამოკვეთილი ძირითადი სასტავი არ ყავს.მე პირადად ძალიან არ მომწონს ეს ამბავი! მშვენიერ ფეხბურთს ვთამაშობდ მაგრამ ცეცხლზე ნავთის დასხმის შემდეგ ყოველთვის ცოცხალი ვერ გამოძვრები.

markiz juve
Kara
5 years ago

Romel grandebze ambob?

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
5 years ago

იმედია კანსელუს დააყენებს და არა დეშილიოს… იმენნა იტალიელი მცველის არაფერი ეტყობა მაგას

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გვარდისაც აქვს მინუსები,სანეს რატო არ დააწყებინა ან დე ბრუიns

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x