ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანი აიაქსთან მოახლოებულ მატჩზე

ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მაქს ალეგრისთან ერთად, დანიელე რუგანიც წარსდგა ჟურნალისტების წინაშე:

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია კაპიტანი ჩვენთვის.. მაქსიმუმს გავიღებ, რათა კიელინის არ ყოფნა ნაკლებად შეგვეტყოს.

საოცარ ემოციებს განვიცდი, რადგამ ბავშვობაში სწორედ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე ოცნებობ.. შესაბამისად აიაქსთან დაპირისპირებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდები.

კარგად გვესმის, რაოდენ ტექნიკური და სწრაფი გუნდია აიაქსი.. მათი წინა ხაზი ზედმეტ კითხვებს არ საჭიროებს.. რეალთან დაპირისპირების დროს ყველას კარგად დაანახეს, რომ მათთან კონცენტრირების დაკარგვა დაუშვებელია.

მატიას დე ლიგტი უდაოდ ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც საერთაშორისო დონეზე უკვე ვეთამაშე. თავისთავად კარგია, როდესაც მსგავსი მახასიათებლების მქონე მოთამაშე შენი თანაკლუბელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ დანარჩენი ფეხბურთელები და ისინი აიაქს არაერთი ყავს.

ზაფხულში გარკვეული ხმები მიდიოდა ჩემი ჩელსიში გადასვლაზე, მაგრამ როგორც ხედავთ დღეს აქ ვარ და ამ ფაქტით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ორივე მხარის სურვილი იყო კონტრაქტის გახანგრძლივება და მან დამატებითი მოტივაცია შემძინა.

ეს ჩემი პირადი არჩევანია, რადგან ჩემპიონების რიგებში მსურს ყოფნა. იქამდე დავრჩები და ვივლი ამ გზით სანამ ორივე მხარეს გვექნება სურვილი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რა სქემითაც დაამთავრა მაგ ტაკტიკით უნდა ითამაშოს და მაგ სასტავით ალეგრიმ, მაგრამ ვერ ბედავს ხოლმე, ნუ ატლეტიკოსთან მეორე თამაშშის მერე ცოტა სითამამე მიეცა, მარა მთლად ვერ ბდედავს და საერთოდ არ მწყენია მატუდის ტრავმა, მატუდი და მანძუკიჩი ერთად რომ არიან მოედანზე ფაქტიურად ბურთი არ თამაშდება და რონალდოს იმედზეა მარტო გუნდი…

დიბილა როგორც კი გამოვიდა მოწინააღმდეგესგანაც დაწოლამ დაიკლო და იუვემაც ბურთი დაიჭირა, გაათანაბრა როგორც მინიმუმ ბურთის ფლობა და ცოტა მეტი დრო რომ ქონოდათ ამათ ერთად ალბათ გაიტანდნენ კიდეც…

იმედია უპრობლემოდ გავალთ და იქ ტოტენჰემი თუ შეგვხვდა ალბათ ფინალიც უპრობლემოდ დაიდება…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Costas rato alpobs zamenaze dge mde mikvirs. An es manzukichi rato Sul ziritadshi ver vxdebi arc manamde gamoircheoda axalgazrdoba shi kreatiulobit da mebrzoli iyo kibatono Mara eg tvisebac dakarguli aq. Ronaldo k8ni coshta atamashos da dedis glaandebi agar etoleba jax

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Gუნდორობა არ ააქვს Gუნდს საერტოდ რუგანის შAგოლ მაგრად იტამასა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დუგლასას ხელი არ დაადონ!) ამდენი ხნის ტრამვის მერე შემოვიდა და რა ითამაშა ტიპმა. აუ ის ბურთი რო შეეგდო შედევრი იქნებოდა!

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x