ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო უესლისთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის

ინფორმაცია უესლი დავიდე დე ოლივერე ანდრადეზე გაფორმებაზე მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში, თუმცა სიტუაცია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

სქაი სპორტის წამყვანი ჯანლუკა დი მარციო შემდეგ ცნობებს ავრცელებს:

“უესლი მას შემდეგ შეუერთდა ბიანკონერის, რაც 2000 წელს დაბადებულმა ამპლუით მარჯვენა მცველმა უარი განაცხადა ფლანგემოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

შესაბამისად, ახლა ის ვინოვოზე იმყოფება სადაც 23 წლამდელთა გუნდთთან ერთად, რამდენიმე კვირის მანძილზე მოემზადება.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბრაზილიელს არა აქვს ევრო კავრიშის პასპორტი, ბიანკონერი მის რეგისტრაციას გარკვეული რეგულაციების გამო ვერ განახორციელებს. შესაბამისად იტალიელებს ექნებათ კომფორტული დრო, რათა კარგად შეაფასონ მისი შესაძლებლობები.

სხვათაშორის 19 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და კომენტარი, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კლუბს ოფიციალურად არ დაურეგისტრირებია, პოსტი უმალვე გაქრა სოციალური ქსელიდან”.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x