ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაქს ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“პრობლემა იმაში მდგომარეობდა, როცა გვქონდა საშუალება მეტოქეს არ ვაწუხებდით.. სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება და არა რაღაც ცალკეული ტაქტიური გადაწყვეტილებების გამო..

ამსტერდამელებს საოცარი გუნდი ყავთ, რომელიც საკუთარ კედლებში ასეთი მხარდაჭერის პირობებში, წინ მთელი ემოციით მიიწევს. შესაბამისად ასეთ კლუბთან თამაში ყოველთვის სახიფათოა და კონცენტრირებას მოითხოვს.

რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერ ვარსკვლავია.. მისი მოედანზე გადაადგილებები უნიკალურია და ამ მხრივ არცერთ ფეხბურთელს არ ჰგავს.

არამგონია, რომ საქმე კონცენტრირების დაკარგვას ეხებოდეს.. დიახ, გასახდელიდან დაბრუნებისთანავე გაგვიტანეს და შემდგომაც ჰქონდათ შანსები, მაგრამ ეს უფრო მეტად შოკის ეფექტით იყო გამოწვეული.

გასულ შეხვედრაში მილანთან ბენტანკურმა არ გაშალა შეტევა და დე შილიო არ გაიყვანა იდეალურ პოზიციაზე.. დღეს, მან ყველაფერი სწორად გააკეთა და ბურთის სწრაფად გადაადგლების უზრუნველყოფა მოახერხა, რითაც კანსელუს კომფორტული სიტუაცია შეუქმნა რონალდუსთვის გადაცემის გასაკეთებლად.

მატუიდი და ბერნარდესკი ჭკვიანურ სპრინტებს ახორციელებს.. აიაქსმა თავის მხრივ დე იონგი მარცხენა ფლანგზე ჩაწია და აქ პერიოდულად ბერნარდესკის უწევდა გადასვლა, რითაც ტაქტიკა იცვლიდა საკუთარ ჩანაფიქრს.

პიანიჩი სასარგებლო იყო გუნდისთვის დაცვით მანევრირებაში, მაგრამ როდესაც ნახევარდაცვაში იყო საჭირო კონტროლის დამყარება, ვფიქრობ იმაზე მეტი ბრძოლა მოუწია არაფერში ვიდრე ამის აუცილებლობა იყო.

მათ რიგებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც ყვითელ ბარათზე იჯდნენ და შესაბამისად უფრო მეტ რისკზე მიდიოდნენ.. ამიტომაც იქნებოდა კარგი მეტი აგრესია გამოგვევლინა და უფრო დიდი თავსატეხი შეგვექმნა მეტოქისთვის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
5 years ago

ისე მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება რომ ძალიან დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ თავში. თითქოს იცოდნენ წინასწარ სცენარი, ყოველი წუთი რა როგორ უნდა მომხდარიყო დაგეგმილი იყო. ზედმეტად მშვიდი მომეჩვენა იუვე <3

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza:

vega
vega
5 years ago

imedia 0-0 ze ar gaiyvans gunds

ALLENATORE
5 years ago

შედეგი კარგია გასვლაზე 1-1))) აიაქსი ისეთ სტილს თამაშობს ფეხებზე კიდიათ მაგათ ტურინში თამაშობენ თუ ამსტერდამში ყველგან ერთი და იგივე სტილს უბერავენ :D ))) შესაბამისად იტალიაში ყურადღებით თამაშია საჭირო და რაც მთავარია შედეგზე არ უნდა ვითამაშოთ ანუ 0-0 ზე )) რაც ალეგრის ბევრჯერ გაუკეთებია და წაუგია თამაში ))) გუშინ ეხლა ალეგრიზე რა უნდა თქვა ) კარგი ზამენები გააკეთა ყველა შემტევი გამოუშვა მატჩის ბოლოს )) მანჯუ და მატუიდი არ უნდა ათამაშოსო ვინც ამბობს ძაან რთული საკითხია ეგ ამბავი ))) მაშინ მთლიანად სტილია შესაცვლელი რისი რესურსიც არ არსებობს )))) მატუიდის თამაშს სტადიონზე უნდა უყურო რას აკეთებს ტიპი მთელი 90 წუთი არ ჩერდება ,… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  ALLENATORE

ვიზიარებ შენს მოსაზრებას დიდწილად მაგრამ აი ალეგრის რომ არ გაკრა კბილი ისე არ შეგიძლია :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

შეიძლება მე ვერ ვაკეთებ სათანადო დასკვნებს, მაგრამ მანძუკიჩის და მატუდის ერთად თამაში არ შეიძლება, მითუმეტეს ასეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც აიქსი და უფრო მაღალი დონის ბარსა და სიტი არიან, ვისაც ბურთის დაჭერა უყვართ. მანძუს გასვლისა და მატუიდის ტრამვის შემდგომ რადიკალურად შეიცვალა სურათი და გუნდმა გაათანაბრა თამაში და არ შეიძლება გუნდები ასე დაისვა საჯარიმოში (ბარსა მაგალითად არაერთ ბურთს გაიტანდა). ცოტ-ცოტა კი შეცვალა თითქოს და მთლად ისე მხდალივით აღარ იქცევა ალეგრი, გუშინაც დიბალას მატუდის ნაცვლად გამოყვანაც მოწმობს, მაგრამ კარგი იქნება თავიდანვე თამაშების მოგებაზე თუ ითამაშებს და 2 საყრდენით თამაში სავსებით ნორმალურია. არეერთგზის დამტკიცდა ლიგაზე, ვინც უტევს ის იგებს თუ ერთი ჩელსის მაგალითს არ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ასე რომ მეტი გამბედაობა მაქსს, ასე ლიგას ვერ მოიგებ, ჩვენც ნერვები უნდა დაგვაწყვიტო და შენც სახლში მოგიწევს წასვლა…

ერთი თამაში რონალდომ რომ ჩააგდოს, ისე ათამაშებ გუნდს რომ ბურთს ვერ გაიტანთ, ცოტა მეტი სითამამეა საჭირო და გუშინვე დამთავრდებოდა ყველაფერი…

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ახალგაზრდები ეძახე და როგორი თავდაჯერებულები არიან და ისე თამაშობენ 10 წლიანი გამოცდილება ქონდეთ … იციან რა დროს აიღონ ჯარიმა არ იბნევიან .დუგლასა ისეთი სპრინტია და იმდენ ენერგიას ხარჯავს 90 წუთი რთულია მასეთი ტემპით და კოზირად ყავს … კანსელუმ ჩაისვარა , ამდენი შეცდომა ერთად მართლა არ მინახავს თითქოს გეგმა შეასრულა და აქუჩა გოლი მანამდე არ გაჩერდა . ალეგრიშე მოიფიქრებს რამეს , აიაქსსაც ბევრი შეცდონა ქონდა და Bევრი ბურთი ჩაიჭრა …

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გოლები უნდა გავუტანოთ ტურინში აუცილებლად. გამტანია აიაქსი გასვლაზეც და 0-0 ზე ფრთხილი თამაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მართლა ძაან სიმპათიური გუნდია, მარა ბევრი სუსტი წერტილიც აქვთ. პირველ რიგში დაცვაში! ალეგრი მეორე თამაშებს გაცლებით უკეთ ატარებს ზოგადად და წესით უნდა გამოიტანოს ეხლა დასკვნები და მაქსიმალურად სწორად მომზადებულები უნდა შევხვდეთ, თორე არ შეიძლება ამ გუნდთან ხუმრობა. თუ მოვახერხეთ, რო თავისი ფეხბურთი არ ვათამაშეთ, მაშინ გოლებსაც თავისუფლად გავუტანთ, თან არა ერთს!) ფორცა იუვე!

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კიელინი რო არ გაიტრავმოს ლიგის წინ არ შეიძლება…ჯანის აგრესიაც აშკარად დაგვაკლდა

ისე რა ამბავში იყვნენ მეორე ტაიმში განსაკუთრებით,ამდენი მომენტი ბოლოს ვინ შეუქმნა იუვეს ვერ ვიხსენებ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მაქს დაასვენე სპალთან სასტავი…ხომ იცი ტურინში უნდა დატyნა ლაწირაკები

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x