ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“რამდენიმე ფეხბურთელი დასვენებას საჭიროებს და ეს იქნება შეხვედრა, სადაც ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. მესმის, რომ სპალთან შეხვედრა შესაძლოა ისტორიული გახდეს, მაგრამ თუ სკუდეტოს მოპოვებას მოვახერხებთ, მისი აღნიშვნა აიაქსთან გამართული დაპირისპირების შემდეგ მოხდება.

ბუნებრივია ეს სკუდეტო იმსახურებს აღნიშვნას, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მასში ყველაფერი ჩავდეთ.. იგი გახდება ისტორიული შედეგის მომტანი!

მარიო მანჯუკიჩის მიმართ ბევრი კრიტიკა მესმის, რომელიც ვერაფრით ამომიხსნია.. მან შესანიშნავად იასპარეზა მილანის წინააღმდეგ და მისი მუშაობა მოედანზე გუნდისთვის საოცრად სასარგებლოა. ფაქტია, მსოფლიო ჩემპიონატმა დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ მარიოც და ბლეზიც ნაყოფიერ სეზონს ატარებენ.

დანიელე რუგანიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. არიან ადამიანები, რომლებიც მას ძირითადში ითხოვენ, მაგრამ როგორც კი ასეთი დონის შეხვედრაში მოედანზე გამოგვყავს, მაშინვე სკეპტიკური დამოკიდებულება იგრძნობა. დანიელე არ საჭიროებს ზედმეტ შექებას, იგი სწორ გზაზე იმყოფება.

კრიშტიანო რონალდუ არ იქნება სპალთან.. აიაქსთან გარკვეულ რისკზე წავედით და ახლაც ამის განმეორების საჭიროება ნამდვილად არ დგას. კარში პერინი იქნება, ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდებს ნიკოლუსიკოკოლოდან ერთ-ერთი აუცილებლად იასპარეზებს.. წესით და რიგით სასტარტოში იქნება კინიც..

ამსტერდამში ჩვენს რიგებში 6 ახალგაზრდა იუვენტინო ირიცხებოდა და ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ გუნდს ფსონი მათზე აქვს გაკეთებული.

ანდრეა ბარძალი გამოჯანმრთელების გზაზე დგას, მაგრამ გუნდს სპალთან სათამაშოდ არ გაყვება. ამსტერდამში მისი ყოფნა სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი და საერთოდაც, მომავალში მას კლუბში ოდნავ განსხვავებულ როლში ვხედავ.. ანდრეა დაცვით ასპექტებში უდაოდ პროფესორია და არ გამოვრიცხავ სამწვრთნელო შტაბში სწორედ მცველების მომზადების კუთხით იმუშაოს.. ეს კლუბისთვის დიდი შევსება იქნებოდა.

ვეხმარები თუ არა მას? არა.. აქ საქმე სხვა ასპექტში იყო, როდესაც მისი ჰოლანდიაში წაყვანა გადავწყვიტე.. ერთია, როდესაც ელაპარაკები და ასე ცდილობ საკუთარი მოსაზრების მისთვის განდობას და მეორეა, როდესაც რეალურად – პროცესში აჩვენებ ამ ყოველივეს.. ანდრეა ჭკვიანი ადამიანია და მისი სამომავლო კარიერისთვის დღევანდელი გამოცდილებები საოცრად ღირებულია.. მომავალში კი ერთად ვიხილავთ თუ რა მაშტაბზე განავითარებას ამ მონაცემებს.

ხუან კუადრადო კარგად გრძნობს თავს და მზად არის მოედანზე გამოსასვლელად. დუგლას კოშტამ ჰოლანდიელებთან მატჩის შემდგომ მცირე დისკომფორტი იგრძნო და ნაკლებად მოსალოდნელია ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ემრე ჯანი და ჯორჯო კიელინი ინდივიდუალურად განაგრძობენ მომზადებას. ლეონარდო ბონუჩი თავს კარგად გრძნობს, თუმცა შესაძლოა მანაც დაისვენოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x